სამეცნიერო კონფერენცია “ელენე მეტრეველი – 100”

 

ა. წ. 13-14 დეკემბერს კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აწყობს აკად. ელენე მეტრეველის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას.

კონფერენციის თემატიკაა: ძველი ქართული ორიგინალური და ნათარგმნი ლიტერატურა, ჰიმნოგრაფია, შუა საუკუნეების სამონასტრო-სამწიგნობრო  კერები, არქეოგრაფიული ძიებანი, ბიზანტიურ-ქართული ლიტერატურულ-ისტორიული ურთიერთობები, ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი კვლევები.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, წარმოადგინოთ მოხსენებათა ანოტაციები (არაუმეტეს 300 სიტყვისა) ა. წ. 30 ნოემბრამდე ელექტრონულ მისამართზე: conferencemetreveli100@gmail.com

შერჩეული მოხსენებების ავტორები ინფორმაციას კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ მიიღებენ არაუგვიანეს 7 დეკემბრისა.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭო