ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

დაიწყეთ აკრეფა და დააჭირეთ Enter-ს


ქართული ხელნაწერების ფონდი


ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში თავმოყრილია XIX–XX საუკუნეებში ქართველი საზოგადო მოღვაწეების ინიციატივით დაფუძნებული საზოგადოებების მიერ შეგროვებული და შემონახული ხელნაწერი მემკვიდრეობა.

ცენტრის კოლექციებში დაცულია დაახლოებით 10 000 ქართული და 5 000 უცხოენოვანი ხელნაწერი, V–XIX საუკუნეებით დათარიღებული დაახლოებით 40 000 ქართული და უცხოენოვანი ისტორიული საბუთი, 5 000-მდე პალიმფსესტური ფურცელი, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა 200-ზე მეტი საარქივო ფონდი, ასევე უნიკალური პაპირუსების კოლექცია.

ქართული ხელნაწერების ფონდი დაყოფილია ოთხ – A, H, Q და S ფონდად.

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება  ქართველი საზოგადო მოღვაწეების, ილია ჭავჭავაძის, დიმიტრი ყიფიანის, იაკობ გოგებაშვილისა და სხვათა ინიციატივით დაარსდა 1879 წელს, თბილისში. საზოგადოების მრავალმხრივ საქმიანობაში განსაკუთრებული ადგილი  ხელნაწერთა შეგროვებასა და დაცვას ეკავა; სამონასტრო საცავებიდან, მოსახლეობიდან, კერძო კოლექციებიდან  უხვი შეწირულობების წყალობით შედგა  მდიდარი ფონდი, რომელიც დღეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის S ფონდშია გაერთიანებული.

მეორე სლაიდი - ქართული ხელნაწერების ფონდი
S-30. ქართლის ცხოვრება, შეიცავს ძეგლის უძველეს, პირველი ციკლის (უძველესი დროიდან მე-14 ს-მდე) ტექსტს; დამკვეთი ქართლის მეფის როსტომის მეუღლე მარიამი; ხელი მხედრული; ქაღალდი. 1633-1646 წწ.

S - 4847, სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული. გადამწერი მხატვრის ძე ალექსი, ხელი მხედრული. ქაღალდი, 1730 წ.
A ფონდი შეიცავს იმ ხელნაწერებს, რომლებიც გაუქმებამდე თბილისის საეკლესიო მუზეუმის კოლექციას შეადგენდა. საეკლესიო მუზეუმი 1889 წელს დაარსდა თბილისში დიმიტრი ბაქრაძის ინიციატივით . 1921 წელს იგი  გაუქმდა და მისი ხელნაწერთა კოლექცია გადაეცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, 1930 წელს — საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებას, მოგვიანებით კი, ხელნაწერთა ინსტიტუტს, ამჟამად ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს. კოლექციაში წარმოდგენილია, ძირითადად, სასულიერო ხასიათის ნიმუშები. ქრონოლოგიურად  ხელნაწერები მე-6 - მე-19 სს-ს განეკუთვნება. 
მეოთხე სლაიდი - ქართული ხელნაწერების ფონდი
A- 484. ალავერდის ოთხთავი, შეიცავს მაცხოვრის ტილოზე აღბეჭდილ ხატს ანუ მანდილიონს. გადაწერილი და მოხატული შავ მთაზე, კალიპოსის ლავრაში; გადამწერები - გიორგი და იოანე დვალები. ხელი ასომთავრული და ნუსხური; ეტრატი. 1054 წ
A-65. შერეული კრებული; შეიცავს როგორც სასულიერო, ისე საერო თხზულებებს. ხელნაწერში ჩართულია არაბულიდან თარგმნილი ილუსტრირებული ასტროლოგიური თხზულებები; ქაღალდზე შესრულებული პირველი ქართული თარიღიანი ხელნაწერი წიგნი. ერთ-ერთი ნაწილის გადამწერი ესაია; ხელი ასომთავრული, ნუსხური, ქუფური; ქაღალდი; 1188-1210 წწ.

საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება 1907 წელს თბილისში ექვთიმე თაყაიშვილის ინიციატივით დაარსდა.  1922 წელს საზოგადოებას სათავეში ჩაუდგა ივანე ჯავახიშვილი.  საზოგადოება ქართული ეროვნული კულტურის მძლავრ კერას წარმოადგენდა. საზოგადოების მიერ შექმნილ თბილისის უნივერსიტეტთან არსებულ მუზეუმში თავი მოიყარა ქართული ხელნაწერების, სიგელ–გურჯების, არქეოლოგიური ნივთებისა და სხვა ისტორიულმა დოკუმენტების მდიდარმა ფონდმა, რომელიც 1929 წელს გადაეცა სახელმწიფო მუზეუმს. საზოგადოების კუთვნილი ხელნაწერები ამჟამად დაცულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის H ფონდში.

 

მეექვსე სლაიდი - ქართული ხელნაწერების ფონდი
H-1665. ფსალმუნი. მდიდრულად ილუსტრირებული ხელნაწერი. შეიცავს გიორგი მთაწმიდლისეულ ტექსტს. დამკვეთი ზილიხან ბატონიშვილი. ქაღალდი. XVII ს.

Q ფონდი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ახალი და დღემდე მზარდი ერთადერთი ფონდია. ფონდი 1919 წელს თბილისში, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ფარგლებში შეიქმნა. ფონდი ივსებოდა ეკლესია-მონასტრების საცავებიდან, შენაძენებისა და კერძო შემოწირულობების ხარჯზე, აგრეთვე, ცნობილი ქართველი მეცნიერების მიერ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში გამოვლენილი ხელნაწერების გადმოცემის გზით. ფონდს შეუერთდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ლიტერატურის ინსტიტუტის ხელნაწერთა კოლექცია.

მეშვიდე სლაიდი - ქართული ხელნაწერების ფონდი
Q-908. გელათის ოთხთავი, „საზეიმო ოთხთავი.“ პირველი ნიმუშია, რომელიც ქართულენოვანი სახარების გიორგი მთაწმიდელისეულ რედაქციას შეიცავს. ხელნაწერი გამორჩეულია თავისი უნიკალური მხატვრული გაფორმებით,; აქვს ვერცხლის მოჭედილი ყდა; გადაწერილია შავ მთაზე. ეტრატი. XII ს.
მარცხენა ფოტო - Q-908. გელათის ოთხთავი, „საზეიმო ოთხთავი.“ პირველი ნიმუშია, რომელიც ქართულენოვანი სახარების გიორგი მთაწმიდელისეულ რედაქციას შეიცავს. ხელნაწერი გამორჩეულია თავისი უნიკალური მხატვრული გაფორმებით,; აქვს ვერცხლის მოჭედილი ყდა; გადაწერილია შავ მთაზე. ეტრატი. XII ს.


მარჯვენა ფოტო - Q – 906. ბერთის (მეორე) ოთხთავი. ოთხთავი დაუწერია და უბოძებია ბერთის მონასტრისათვის იოანე ოპიზის მოძღვარს, იოანე მთავარაისძის აღზრდილს. ხელნაწერი ჩასმულია ბეშქენ ოპიზრის მიერ შესრულებულ მოოქრული ვერცხლის მოჭედილ ყდაში. ხელი ნუსხური, ეტრატი. XII ს.