არაბული ხელნაწერები
(ArK, ArL, ArAC)
არაბულენოვანი კოლექცია
მოიცავს ათასზე მეტ ხელნაწერს, რომელთა ქრონოლოგიური ჩარჩო XIV–XIX საუკუნეებით შემოიფარგლება.
წარმოდგენილ ხელნაწერებში დაცულია სასწავლო-სქოლასტიკური, გრამატიკის,
ლოგიკის, რიტორიკის, მისტიკის, ასტრონომიის, მათემატიკის, მედიცინისა და მეცნიერების
სხვა დარგების შრომები. არაბული და აღმოსავლური ფონდის ერთ-ერთი უძველესი ხელნაწერია
1295 წლით დათრიღებული ყურანის განმარტებები (ArL 159). განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს
იბნ სინას “მედიცინის კანონი” (ArK9, XIV ს.), ისმაილ ალ-ჯავჰარის განმარტებითი ლექსიკონის
ორი ტომი (ArK1, ArK2, 1495 წ.), ას-სუფის ასტრონომიული ტრაქტატი „თანავარსკვლავედების
წიგნი“ (ArAC 650, XVIII ს.).
ფონდი მდიდარია რელიგიური
და მუსლიმური სამართლის წიგნებით: მუჰამედ ბენ ალ-ბუხარის მიერ შედგენილი ჰადისების
ადრეული კრებული (ArL 325, IX ს.), აჰმად აშ-შაიბანის ყურანის კომენტარი
(ArL-159, XIII ს.).
კოლექციაში დაცულია
უძველესი, ქუფური შრიფტით შესრულებული „ყურანის“ ნაწყვეტი (ArFr 9/ა), რომელიც X ს-ით
თარიღდება და რამდენიმე საგანგებოდ მოხატული ნუსხა (ArL148, ArL149,
ArL150, XVII-XIX სს.), რომლებიც ირანული წარმოშობისაა.