სამწუხარო ინფორმაცია

გარდაიცვალა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის უხუცესი ბიბლიოთეკარი, ფერიდე კვაჭანტირაძე. 1975-2012 წლებში იგი იყო იშვიათ გამოცემათა განყოფილების ხელმძღვანელი, ხოლო 2013 წლიდან მუშაობდა  ამავე ბიბლიოთეკის საქართველოში ნაბეჭდი და ელექტრონული გამოცემების საარქივო ფონდში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს ქალბატონი ფერიდეს ოჯახს.