კონფერენცია “საქართველო – ბიზანტია – ქრისტიანული აღმოსავლეთი”

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი უძველესი ხელნაწერი წიგნებისა და ისტორიული საბუთების ყველაზე მნიშვნელოვანი საცავია საქართველოში. აქ თავმოყრილია სხვადასხვა დროის სხვადასხვა წიგნთსაცავსა თუ კერძო კოლექციაში დაცული ქართული კულტურისა და ისტორიის უმნიშვნელოვანესი საგანძური. მდიდრულად ილუსტრირებული უნიკალური ხელნაწერები, ძველნაბეჭდი და რარიტეტული გამოცემები. Aაქ დაცული უნიკალური კოლექცია მრავალ დარგს მოიცავს: ბიბლიური და სასულიერო მწერლობის ტექსტები, ისტორია, გეოგრაფია, მხატვრული ლიტერატურა, ფილოსოფია, ასტროლოგია, მათემატიკა და სხვა. ცენტრში თავმოყრილია 10000-მდე V_XIX საუკუნეების ქართული და 4000-მდე უცხოური ხელნაწერი, ასევე არის მრავალრიცხოვანი კოლექცია როგორც ქართული, ისე უცხოური ისტორიული დოკუმენტებისა. ცენტრი დაარსების დღიდან იყო საერთაშორისო ქართველოლოგიური კვლევების ინიციატორი.
უკანასკნელ წლებში განსაკუთრებით გაიზარდა თანამედროვე უცხოელი მეცნიერების დაინტერესება და ქართული ხელნაწერების კვლევა ახალი კვლევითი მეთოდების მიხედვით. ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობა ქართული კულტურის უნიკალური ნაწილია.
ქართული ქრისტიანული კულტურა განუყოფელი და მნიშვნელოვანი ნაწილია საერთო ქრისტიანული სამყაროსი, რომლის ფასეულობებზეც აღმოცენდა ევროპული კულტურა და გლობალიზაციის პროცესს დაუდო საფუძველი. ამ თვალსაზრისით შუა საუკუნეების ქართული კულტურა მონაწილეა გლობალიზაციისა და კულტურათა დიალოგისა.
გლობალიზაციის კონტექსტში მნიშვნელოვანია საერთაშორისო კვლევითი გამოცდილების გაზიარება საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში. საქართველოს, ბიზანტიისა და ქრისტიანული აღმოსავლეთის კულტურათა ურთიერთგავლენების კვლევა ჰუმანიტარულ მეცნიერებაში პრიორიტეტულია და ეძღვნება მრავალი საერთაშორისო ფორუმი. ამ ურთიერთგავლენათა ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა საქართველოს და უკანასკნელი პერიოდის ახალი წყაროთმცოდნეობითი, ფილოლოგიური და ხელოვნებათმცოდნეობითი კვლევების შედეგების გაცვლა სწორედ ამ თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი საქართველოს კულტურული თუ პოლიტიკური როლის წარმოსაჩენად, რადგან აღმოსავლური და დასავლური ქრისტიანული კულტურების გავლენა მძლავრად გამოხატულია ქართულ კულტურულ მემკვიდრეობაში.
კ. კეკელიძის სახ. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაგეგმილ კონფერენცია ,,საქართველი- ბიზანტია – ქრისტიანული აღმოსავლეთი- კულტურათა ურთიერთობების აქტუალური პრობლემები” შეეხება ისტორიულ, არქეოლიგიურ, ფილოლოგიურ, კულტუროლოგიურ, ხელოვნებათმცოდნეობით სფეროს და ასევე ციფრულ ჰუმანიტარიას. კონფერენციაში ქართველ მკვლევრებთან ერთად მონაწილეობენ მეცნიერები აშშ-დან, Gგერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, საბერძნეთიდან, იტალიიდან, ჩეხეთიდან, ბულგარეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან, იაპონიიდან, ისრაელიდან). აღსანიშნავია, რომ უცხოელი მეცნიერების ყველა მოხსენება შეეხება ქართული ლიტერატურული თუ კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობას ზოგად ქრისტიანული კულტურის განვითარებში, კონფერენციის მონაწელენი არიან ზემით ჩამოთვლილი ქვეყნების ცნობილი უნივერსიტეტების და სამეცნიერო ცენტრების მეცნიერები, ვინც წარმართავს კვლევებს თანამედროვე კვლევითი მეთოდოლოგიით.

პროგრამა:

სამუშაო დარბაზები

A: საქართველოს პარალამენტის ეროვნული
ბიბლიოთეკა ლადო გუდიაშვილის ქ.N 7
III კორპუსი, საგამოფენო დარბაზი

B: საქართველოს პარალამენტის ეროვნული
ბიბლიოთეკა ლადო გუდიაშვილის ქ.N 7
III კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი

C: საქართველოს პარალამენტის ეროვნული
ბიბლიოთეკა ლადო გუდიაშვილის ქ.N 7
III კორპუსი, აუდიტორია

კონფერენციის ოფიციალური სამუშაო ენებია:
ქართული და ინგლისური
რეგლამენტი: 15-20 წუთი

 

25 სექტემბერი, ორშაბათი

9:00-10:00 რეგისტრაცია
საქართველოს პარალამენტის ეროვნული
ბიბლიოთეკა ლადო გუდიაშვილის ქ.N 7

10:00-11:00 ოფიციალური გახსნა
საქართველოს პარლამენტის ეროვნული
ბიბლიოთეკის დიდი დარბაზი

პლენარული მოხსენება:
მარიამ დიდებულიძე საქართველო-ბიზანტიის კულტურული
ურთიერთობების ზოგადი მიმოხილვა

12:30 შესვენება (მსუბუქი სადილი)

 

13:00-15:30 წიგნის ხელოვნება, A დარბაზი
სხდომის თავჯდომარე იზოლდა ჭიჭინაძე

აპოსტოლოს მანტასი   კიდევ ერთხელ ჯრუჭი II-ის შესახებ: ორიგინალური მინიატიურები და ასლები

გიორგი პარპულოვი  ვანის სახარების თარიღისათვის

ელენე მაჭავარიანი ქართული მხატვრული ტრადიციების მიმართება ბიზანტიურ წიგნის ხელოვნებასთან

იზოლდა ჭიჭინაძე ლარგვისის სამხატვრო სკოლა XIV საუკუნეში

ლალი ოსეფაშვილი სახარებისეული სიუჟეტები ჯრუჭის ფსალმუნში დენის ციპკინი ხელნაწერი, როგორც წარსულის ნაკვალევთა სისტემა: კვლევის
მეთოდოლოგია და პრაქტიკა რუსეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში

დისკუსია

13:00-15:30 აღმოსავლეთ ქრისტიანული
ლიტერატურა, BB დარბაზი
სხდომის თავჯდომარე ალექსანდრა ნიკიფოროვა

ჯონატონ რაიტი იოსები და ასენათი ქრისტიანულ აღმოსავლეთში: სირიული და სომხური ვერსიები

ელიფ ტოკაი XI საუკუნის ანტიოქია, როგორც სალიტერატურო ცენტრი

კარენ ჰამადა ანტისომხური დისკურსი X და XI საუკუნეების ბერძნულ და ქართულ პოლემიკურ ტექსტებში და სომეხთა რეაქცია

ჰიდემი ტაკაჰაში სირიული ქრისტიანობა პამირის აღმოსავლეთით: ზოგიერთი ახალი აღმოჩენისა და მათი მნიშვნელობის შესახებ ევრაზიის ქრისტიანობის
გაგებისათვის

თინათინ ქრონცი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

კლაუდია სოდე დაცული ახალი წყარო იერუსალიმის უძველესი ჟამისწირვისთვის: მესტია, სვანეთის მუზეუმი, Mს. 9 (კ-51)

ალექსანდრა ნიკიფოროვა დიდი ხუთშაბათის მსახურება IX საუკუნის იერუსალიმსა და ეგვიპტეში

დისკუსია

13:00-15:30 საქართველოს ისტორია, C დარბაზი
სხდომის თავჯდომარე შოთა მათითაშვილი

დიმიტრი კოსოუროვი ბაგრატ III: ბიზანტიის იმპერიის ფარული მოკავშირე?

ნატალია კულკოვა ქართლის მოქცევის ისტორიის პირველი მოწმე

გიორგი ჩუბინიძე რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ბოლო კანონის გაგებისათვის

შოთა მათითაშვილი კათალიკოსობის დაწესება V საუკუნის ქართლში: კანონიკური ასპექტი

მაია შაორშაძე მიტროპოლიტ მიხაილის სხვადასხვა საეპისკოპოსო კათედრაზე მოღვაწეობის ქრონოლოგიის საკითხისათვის (XVIII-XIX სს.)

გუნეი ჰეიდარლი ქართული ქრისტიანობა და რომაულკათოლიკური მისიები

დისკუსია

16:00-18:30 აღმოსავლეთ ქრისტიანული
ხელოვნება, A დარბაზი
სხდომის თავჯდომარე ნანა ბურჭულაძე

კიტი მაჩაბელი სირიულ-პალესტინური ბრინჯაოს საცეცხლურები: ლიტურგია და პილიგრიმობა

მაია კარანაძე  ქრისტიანულ-აღმოსავლური და ბიზანტიური გავლენები ქართული ხელნაწერი წიგნის ყდებზე

ნატალია რისტოვსკა შუა საუკუნეების მინანქარი ამიერკავკასიაში: ადგილობრივი თუ იმპორტირებული ნაწარმი?
ოლექსანდრა შევლიუგა მინიატიურა „საყდარზე დაბრძანებული დედა ღმრთისა ყრმა იესოთი ხელში“ ჰერტრუდას კოდექსიდან (იკონოგრაფიის
განსხვავებული ინტერპრეტაცია)

ნანა ბურჭულაძე ქვაზე კვეთის ხელოვნების ორი ნიმუშიიყალთოდან: ქართული ხელოვნება ბიზანტიური და აღმოსავლეთ ქრისტიანული ხელოვნების კონტექსტში
დისკუსია

16:00-18:30 ქართული და ბიზანტიური ლიტერა ტურული ურთიერთობები, BB დარბაზი
სხდომის თავჯდომარე ნესტან სულავა

ნესტან სულავა აგიოგრაფი და ჰიმნოგრაფი, როგორც ქართველი ერის სულიერი წინამძღოლი

ეკა დუღაშვილი, სანკტ-პეტერბურგის კოლექციის

ნინო ქავთარია ქართულ-ბერძნული ხელნაწერი (O.I.58): ბიზანტიურ-ქართული კროსკულტურული ურთიერთობების ნიმუში

ქეთევან ტატიშვილი ბიზანტიაში მოღვაწე ქართველი წმინდანების საგალობლები ანტონ I კათალიკოსის ჰიმნოგრაფიულ მემკვიდრეობაში

ლელა შათირიშვილი ადრებიზანტიური და ბიზანტიური კრებულები

კორნელია ჰორნი კავკასიაში არსებული თარგმანების გათვალისწინების საკითხისთვის იაკობის პროტოსახარების კრიტიკული ციფრული
ვერსიის მომზადებისას

მაია ნინიძე ციფრული არქივი და აკადემიური გამოცემა

დისკუსია

16:00-18:30 ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული
ურთიერთობები, C დარბაზი
სხდომის თავჯდომარე მერაბ ბაბუხადია

მერაბ ბაბუხადია ბიზანტიური სასულიერო ლიტერატურის ქართულად თარგმნის ნიმუში: თხრობა¡ სასწაულთათ¢ს და საკ¢რველებათა დიდებულისა
მთავარანგელოზისა მიქაელისთა და სხუათა მათ წმიდათა ანგელოზთათ¢ს გიორგი მაჭარაშვილი ნეოფიტე კვიპრელი გაბრიელ ქართველის შესახებ

ქეთევან მამასახლისი წმ. ამონას სწავლანი ანა როგოჟინა ფილოთეოსის მარტვილობა შუა საუკუნეების საქართველოს ტრადიციაში (კორნელი კეკელიძის 1960
წლის პუბლიკაციის პატივსაცემად)

ხათუნა გოგია ქრონოტოპის თავისებურებანი ქართულსა და ბიზანტიურ აგიოგრაფიაში დისკუსია

26 სექტემბერი, სამშაბათი
10:00-12:30 არქიტექტურა, A დარბაზი
სხდომის თავჯდომარე თამაზ სანიკიძე

თამაზ სანიკიძე მცხეთის პირველი სვეტიცხოვლის შესახებ მარიამ დიდებულიძე ძველი გაგრის ეკლესია. ქართული და ბიზანტიური ხუროთმოძღვრების
ურთიერთმიმართება ადრე ბიზანტიურ ხანაში

ოლგა ბარაშკო ბიეთისა და კუსირეთის ეკლესიათა არქიტექტურა IX-X საუკუნეებში საქართველო-ბიზანტიის ურთიერთობების კონტექსტში

ანდრეი ვინოგრადოვი ქართული გავლენა ბიზანტიურ ხელოვნებაზე: ვარზაჰანის მაგალითი ვლადიმერ ბესოლოვი ქართული ცენტრალურგუმბათოვანი
ეკლესიების ჩასახვა და ფორმირება ქრისტიანული აღმოსავლეთისა და ბიზანტიის საკულტო არქიტექტურის განვითარების კონტექსტში: არქიტექტურული ტრადიციების ავტოქტონურობის პრობლემასთან დაკავშირებით

ერგა შნეურსონი ჯვრის სიმბოლო ქართულ ხელოვნებაში: იერუსალიმში მომხდარ ისტორიულ მოვლენათა გამოძახილი და მოგონებები კატერინა მიხაილენკო „ზაკომარიანი“ ეკლესიების განვითარების საფეხურები კიევის რუსეთში დისკუსია

12:30 შესვენება (მსუბუქი სადილი)

10:00-12:30 სამწიგნობრო-სამონასტრო კერები,
B დარბაზი
სხდომის თავჯდომარე თემო ჯოჯუა

გეორგია ფუკანელი მომლოცველობა სინაზე: ეპიგრაფიკული მტკიცებულებანი

თემო ჯოჯუა ვინმე იაკობის მიერ დოლისყანის მონასტრის წინამძღვრის ეფდÂმოზის დაკვეთით გადაწერილი ლიტურგიკული კრებული (ჩ25) რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლურ ხელნაწერთა ინსტიტუტიდან (კრიპტოგრამული ანდერძები; მომგებლისა და გასამწერის ვინაობა; გადაწერის ადგილი)

თამარ მესხი ცნობები პალესტინის ქართული სავანეების შესახებ XVI-XVIII საუკუნეების ბერძნულ ხელნაწერებში

ნესტან ჩხიკვაძე IX-X სს-ის ტაოკლარჯული სალიტერატურო სკოლა (იერუსალიმიდან კონსტანტინეპოლისაკენ)

იოსებ ალიმბარაშვილი ბერძნული კვალი მანგლისის მონასტერში დიმიტრი მეღვინეთხუცესიშვილისა და მარი ბროსეს მიმოწერის მიხედვით

გიორგი სოსიაშვილი უცხოეთში არსებული ქართული ეკლესიამონასტრების მეტოქები და მამულები შიდა ქართლში (ლიახვის ხეობა)

დისკუსია

12:30 შესვენება (მსუბუქი სადილი)

10:00-12:30 ქართული რელიეფი, A დარბაზი
სხდომის თავჯდომარე ნინო სიმონიშვილი

ნინო სიმონიშვილი ოშკის დავით კურაპალატის სტელის ვიზუალური და იდეოლოგიური კონცეპცია X ს-ის II ნახევრის ქართულ-ბიზანტიური
ურთიერთობის კონტექსტში

ქეთევან ოჩხიკიძე მესაყვირე ანგელოზები ქართულ რელიეფურ მქანდაკებლობაში

თორნიკე დიასამიძე სიცოცხლის ხის რელიეფური კომპოზიცია ინგუშეთის ტყობა-იერდის ტაძრიდან და მისი მიმართება ქართულ შუა
საუკუნეების ხელოვნებასთან

ირმა მამასახლისი ნადირობის სიუჟეტი ოშკის ფასადზე

დისკუსია
12:30 შესვენება (მსუბუქი სადილი)

13:30-15:30 კედლის მხატვრობა, A დარბაზი
სხდომის თავჯდომარე ეკატერინე გედევანიშვილი

ნიკოს ფისასი უბისის კედლის მოხატულობა (XIV ს.) და პალეოლოგოსური ხანის იკონოგრაფიული ავანგარდი ეკატერინე გელათის წმ.გიორგის ეკლესიის
გედევანიშვილი მოხატულობაში ასახული „ცოცხალი“ მთის გამოსახულებისათვის

სვეტლანა მალცევა, ნიკოლაი ოკუნევის 1917 წლის ანა ზახაროვა ექსპედიციის მასალები პარხლის კედლის მოხატულობის შესახებ

ელენა ვინოგრადოვა XIV საუკუნის ქართული კედლის მხატვრობის ზოგიერთი ნიმუშის (მოქვი, ლიხნი და დავით ნარინის ეგვტერი გელათში) ახლებური შეფასება და დათარიღება

ანდრეა ბაბუინი   შუა საუკუნეების (XIII-XV სს.) ეპირის მეომართა გამოსახულებები

რომან გუცულიაკი, იური კორენიუკი,  ნატალია შევჩენკო  კიევის წმ. სოფიას საკათედრო ტაძრის   მოზაიკებისა და ფრესკების კვლევა 2013-2014 წლებში
დისკუსია

13:00-15:30 ათონის სამონასტრო კერა,
B დარბაზი
სხდომის თავჯდომარე ელენი ვლახოპულო-კარაბინა

კირილ პავლიკიანოვი ქართველთა სამონასტრო მოღვაწეობა ათონის მთაზე 960 წლიდან 1513 წლამდე: ბერძნულ დოკუმენტურ წყაროებზე დაფუძნებული პროსოპოგრაფია მარკო ფასოლიო ხალდოის საგვარეულო და ივირონი: ბიზანტიურ-ქართული საოჯახო კავშირები პონტოში მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის წინ

აპოლონ თაბუაშვილი ათონის ივერთა მონასტრის აღაპები, როგორც ფეოდალური ეპოქის საქართველოს ეკონომიკური ისტორიის წყარო

ეკატერინე ონიანი ათონის მთის ქართული ნევმირებული ხელნაწერის ფრაგმენტის შესახებ

ექვთიმე კოჭლამაზაშვილი გიორგი ათონელის მიერ თარგმნილი  პარაკლიტონის ათონურ ნუსხაზე დართული ანონიმური შესხმითი ლექსი
ელენი ვლახოპოულოუ-კარაბინა  საქართველოს სამეფო კარისა და  საეკლესიო პირთა მიერ ივირონის წმიდა  მონასტრისთვის შეწირული, ოქრომკერდით
შესრულებული საეკლესიო ნაქარგობები(XVII ს.)
დისკუსია

16:00-18:30 საქართველო-ბიზანტიის ისტორიული
ურთიერთობები, B დარბაზი
სხდომის თავჯდომარე ხათუნა თოდაძე

ლერი თავაძე ბიზანტიური ინსტიტუციები და საქართველოს მმართველი ელიტა VII-VIII საუკუნეების მიჯნაზე

ხათუნა თოდაძე იერარქიის ხედვა ქართულ-ბიზანტიურ საზოგადოებაში

პეტრა მელიხარი შვილად აყვანა, როგორც ბიზანტიის დედოფლების პოლიტიკური იარაღი:

ზოია მაკედონელის, მარიამ-მართასა (საქართველო) და მარიამ-რიტა სომხის შემთხვევები

ნათან ლეიდჰოლმი ზღვრის წაშლა ოჯახსა და ეთნიკურობას შორის: ქართველების მაგალითი ბიზანტიის იმპერიაში

მარკ ჰაგინსი ხელნაწერ „Bორგიანუს Gეორგიანუს 4~-ის (XII ს.) მეშვეობით თვალმოკრული საქართველოს ოქროს ხანა

მალხაზ აფრიდონიძე საქართველო და რაინდობის ინსტიტუტიზაცია
დისკუსია