მე-7 საერთაშორისო საზაფხულო სკოლა
„ქართული ხელნაწერი“
17 - 26 ივლისი, 2024
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ახორციელებს ინსტიტუციურ პროექტს - მე-7 საერთაშორისო საზაფხულო სკოლა „ქართული ხელნაწერი“, რომელიც დაფინანსებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ საზაფხულო სკოლა ხორციელდება ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის (ბელგია) თანამონაწილეობით. სკოლის განხორცილების პერიოდია: 17 - 26 ივლისი, 2024წ.
მე-7 საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღების
მიზნით შემოვიდა 70-მდე სააპლიკაციო განაცხადი მსოფლიოს 14 ქვეყნიდან. სკოლის სამეცნიერო
კომიტეტის მიერ შემუშავდა გარკვეული შერჩევის კრიტერიუმები: კანდიდატის სამეცნიერო
პროფილი, სკოლაში მონაწილეობის მოტივაცია, კანდიდატის პრეზენტაციის თემის აქტუალობა,
რელევანტურობა, სიახლე, კონტექსტი; სკოლის დასრულების შემდეგ კონტაქტების გაგრძელების
პერსპექტივა. შედეგად შეირჩა 12 მონაწილე, რომლებიც შემდეგ ქვეყნებს წარმოადგენენ:
აზერბაიჯანი, გერმანია, თურქეთი, იორდანია,
იტალია, საფრანგეთი, საქართველო, სომხეთი,
უკრაინა, შვეიცარია, ტაჯიკეთი. შერჩევისას უპირატესობა მიენიჭათ ჰუმანიტარული მიმართულებით
მომუშავე კანდიდატებს, რომელთა სამეცნიერო ინტერესები შეესაბამება ხელნაწერთა ეროვნული
ცენტრის ძირითად სამეცნიერო-კვლევით მიმართულებებს.
სკოლის სამუშაო პროგრამა საკმაოდ დატვირთული იყო, ითვალისწინებდა 30 ლექციის, სამი ვორქშოფის,
ინეტრაქტიული პროგრამების და გასვლითი ღონისძიებების განხორციელებას ხუთი სასწავლო
მოდულის მიხედვით: 1. საქართველო: ისტორია, ენა, დამწერლობა, 2. ქართული ხელნაწერი
- ჟანრობრივი და თემატური მრავალფეროვნება; 3. ქართული ისტორიული დოკუმენტი, 4. ქართული
ნაბეჭდი წიგნი და 5. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ფორუმის მასპინძელი უნიკალური
ინსტიტუცია - ხელნაწერების უმნიშვნელოვანესი საცავი და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.