ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

დაიწყეთ აკრეფა და დააჭირეთ Enter-ს


სიახლეები

31 ივლისი, 2026

იწყება სტაჟიორთა ახალი ნაკადის მიღება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში იწყება სტაჟიორთა ახალი ნაკადის მიღება.

სტაჟიორად მიიღება უმაღლესი სასწავლო დაწესებულების სამივე საფეხურის სტუდენტი (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), უმაღლესი განათლების მქონე პირი.

სტაჟიორთა ახალი ნაკადის საბუთების მიღება დაიწყება 2026 წლის 3 აგვისტოს და გაგრძელდება 23 აგვისტოს ჩათვლით.


კანდიდატმა ქვემოთ ჩამოთვლილი საბუთები უნდა გამოაგზავნოს ელ-ფოსტაზე exb.edu@manuscript.ge, ან წარმოადგინოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო-საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილებაში

ა) პირადი განცხადება ცენტრის დირექტორის სახელზე; (ჩამორტვირთეთ)

ბ) ავტობიოგრაფია (CV);

გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ) კურსდამთავრებულისათვის დიპლომის ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან; სტუდენტისათვის ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან;

ე) სამოტივაციო წერილი.


  • კანდიდატი გასაუბრებას გადის კომისიის წინაშე.
  • კანდიდატის დადებითად შეფასების შემთხვევაში კომისია ცენტრის დირექტორს წარუდგენს შუამდგომლობას კანდიდატის სტაჟიორად დანიშვნის თაობაზე.
  • გადაწყვეტილებას კანდიდატის სტაჟიორად დანიშვნის შესახებ იღებს ცენტრის დირექტორი; გადაწყვეტილება ფორმდება ცენტრის დირექტორის ბრძანებით.
  • სტაჟირების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 1 (ერთი) წელს.
  • ცენტრის თითოეულ სტრუქტურულ ერთეულში სტაჟიორთა რაოდენობა განისაზღვრება სტრუქტურული ერთეულის გადაწყვეტილებით.
  • სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების დამადასტურებელი მოწმობა (სერტიფიკატი).



ვაკანსიათა რაოდენობა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

საგამომცემლო-სარედაქციო განყოფილება 

ვაკანსიების  რაოდენობა - 1

სტაჟირების ხანგრძლივობა - 3 თვე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

ქართული ფილოლოგიის ბაკალავრის ხარისხი.

პროფესიული უნარ-ჩვევები:

შრომისმოყვარე

პუნქტუალური

დეტალებზე ორიენტირებული

მოტივირებული



არქივთმცოდნეობის განყოფილება
ვაკანსიების  რაოდენობა - 1

სტაჟირების ხანგრძლივობა - 6 თვე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ისტორიის ან ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულების სტუდენტი/კურსდამთავრებული 

რუსული ენის ფლობა (B1).

პროფესიული უნარ-ჩვევები:

შრომისმოყვარე

პუნქტუალური

დეტალებზე ორიენტირებული

მოტივირებული



ხელოვნებათმცოდნეობის განყოფილება
ვაკანსიების  რაოდენობა - 1

სტაჟირების ხანგრძლივობა - 3 თვე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ჰუმანიტარული მიმართულების, შესაძლებელია არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;

პროფესიული უნარ-ჩვევები:

შრომისმოყვარე

პუნქტუალური

დეტალებზე ორიენტირებული

მოტივირებული



კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილება
ვაკანსიების  რაოდენობა - 3

სტაჟირების ხანგრძლივობა - 6 თვე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ფილოლოგიურის მიმართულების სტუდენტი, საოფისე პროგრამების ცოდნით.

პროფესიული უნარ-ჩვევები:

შრომისმოყვარე

პუნქტუალური

დეტალებზე ორიენტირებული

მოტივირებული