ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

დაიწყეთ აკრეფა და დააჭირეთ Enter-ს


სიახლეები

11 აგვისტო, 2026

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახალგაზრდული დელეგაციის ვიზიტი

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახალგაზრდული დელეგაცია ეწვია. ვიზიტი განხორციელდა სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ორგანიზებით.

დელეგაციის წევრები ქართველოლოგიის მიმართულების სტუდენტები იყვნენ. ვიზიტის ფარგლებში მათ დაათვალიერეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული უნიკალური ქართული ხელნაწერების კოლექციები და გაეცნენ ქართული წერილობითი კულტურის მრავალსაუკუნოვან ტრადიციას.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუციას, სადაც დაცულია ქვეყნის ისტორიული მეხსიერების ამსახველი უმნიშვნელოვანესი წერილობითი ძეგლები. ცენტრში დაცული კოლექციების გაცნობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უცხოელი სტუდენტებისთვის, ვინაიდან მათ შესაძლებლობა ეძლევათ უშუალოდ გაეცნონ პირველწყაროებს, რომლებიც ასახავს საქართველოს ინტელექტუალურ და კულტურულ განვითარებას საუკუნეების განმავლობაში.

მსგავსი ვიზიტები მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო პოპულარიზაციისა და მის მიმართ ინტერესის გაღრმავებაში.