2019 წლის 10 -20 ივლისს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ჩატარდა სამეცნიერო ფორუმი – ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა და კონფერენცია „ქართული ხელნაწერი “, რომელიც განხორციელდა ლუვენის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.
ფორუმის მიზანია ქართველოლოგიური მეცნიერებების პოპულარიზაცია, ქართული ხალნაწერის მნიშვნელობის აქცენტირება, ქართველ და უცხოელ მეცნიერთა და სტუდენტთა თანამშრომლობითი ურთიერთობების განვითარება; კორნელი კეკელიძის, ილია აბულაძის, ელენე მეტრეველის მიერ დამკვიდრებული ქართველოლოგიური სამეცნიერო ტრადიციების გაგრძელება.
ქართველოლოგიის საერთაშორისო სკოლა გათვალისწინებული იყო ხელნაწერი მემკვიდრეობის შესწავლით დაინტერესებული უცხოელი და ქართველი მკვლევარებისთვის. ფორუმში მონაწილეობა მიიღო 16 მეცნიერმა მსოფლიოს 10 ქვეყნიდან (ბელგია, გერმანია, იტალია, იორდანია, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, აშშ, სომხეთი, შვეიცარია საქართველო)
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს აქვს ქართველოლოგიის საზაფხულო და ზამთრის სკოლების ჩატარების ექვსწლიანი წარმატებული გამოცდილება. ცენტრის სტატუსი, მისი ავტორიტეტი და სკოლის თემატიკა განაპირობებს სკოლის მიმართ დიდ ინტერესსა და სკოლაში მონაწილეობის მსურველთა აქტივობას. წელს შემოვიდა 70-ზე მეტი აპლიკაცია მსოფლიოს 20-მდე ქვეყნიდან. შერჩევისას უპირატესობა მიენიჭათ ჰუმანიტარული მიმართულებით მომუშავე კანდიდატებს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან (ლუვენის, ვენის, კემბრიჯის, ოქსფორდის, ჰამბურგის, ტურინის და ა.შ.), რომელთა სამეცნიერო ინტერესები შეესაბამება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ძირითად სამეცნიერო-კვლევით მიმართულებებს.
სკოლის სამუშაო პროგრამა მოიცავს ხუთ სასწავლო მოდულს: 1. ქართული დამწერლობა, 2. ქართული ხელნაწერი, 3. ქართული ისტორიული დოკუმენტი, 4. ქართული ნაბეჭდი წიგნი და 5. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც უნიკალური ინსტიტუცია – ხელნაწერების საცავი და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. მოდულების ფარგლებში შედგა 23 ლექცია, მათ შორის – ორი გასვლითი, სკოლის თემატიკასთან დაკავშირებულ სივრცეებში (საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეპიგრაფიკის ფონდი, ბოლნისის სიონი, მცხეთა, ატენის სიონი), სამი ვორქშოფი, ინტერაქტიული პროგრამა და გამოფენა.
სკოლის მსმენელებს კვლევების შედეგები და მეთოდოლოგია გაუზიარებეს ცენტრის წამყვანმა მეცნიერებმა, რომლებიც ათეული წლების მანძილზე სწავლობენ ცენტრში დაცულ ხელნაწერებს, ისტორიულ დოკუმენტებს, საარქივო მასალას. სკოლის ფარგლებში ლექციები უცხოელმა მეცნიერებმაც წაიკითხეს. აღსანიშნავია, რომ ისინი წინა წლის საზაფხულო სკოლის კურსდამთავრებულებია.
19-20 ივლისს შედგა ფორუმის მეორე ღონისძიება – საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ხელნაწერი“, საზაფხულო სკოლის ლოგიკური გაგრძელება, რომელზეც მოხსენებებით წარსდგნენ სკოლის ქართველი და უცხოელი მსმენელები და ლექტორები. სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა პლენარული სხდომა, რომელზეც სიტყვით გამოვიდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი, პროფ.ზაალ აბაშიძე; ლუვენის უნივერსიტეტსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შორის მრავალწლიანი ურთიერთობების შესახებ მოხსენება გააკეთა ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის ორიენტალისტიკის ინსტიტუტის დირექტორმა, დოქტ ანდრეა შმიდტმა. იმუშავა სამმა სექციამ, შემდეგი მიმართულებების შესაბამისად:
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა და კონფერენცია ხელს უწყობს ქართული და უცხოენოვანი ხელნაწერი მემკვიდრეობის შესწავლის სფეროში აკუმულირებული ცოდნის შეჯამებას, აქტუალური საკითხების წინ წამოწევას ხელნაწერი მემკვიდრეობის კვლევის სხვადასხვა სფეროების მიხედვით, სამომავლო კვლევითი პერსპექტივების დასახვას.
სკოლის სამუშაო პროგრამა მოიცავს ხუთ სასწავლო მოდულს: 1. ქართული დამწერლობა, 2. ქართული ხელნაწერი, 3. ქართული ისტორიული დოკუმენტი, 4. ქართული ნაბეჭდი წიგნი და 5. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც უნიკალური ინსტიტუცია – ხელნაწერების საცავი და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. მოდულების ფარგლებში დაგეგმილია 23 ლექცია, მათ შორის – ორი გასვლითი, სკოლის თემატიკასთან დაკავშირებულ სივრცეებში (საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეპიგრაფიკის ფონდი, ბოლნისის სიონი, მცხეთა, ატენის სიონი), სამი ვორქშოფი, ერთი ინტერაქტიული პროგრამა და გამოფენა.
მოდულის „ქართული ხელნაწერი“ ფარგლებში სკოლის მსმენელებმა დაათვალიერეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მუდმივმოქმედი გამოფენა, რომელზეც ქრონოლოგიური თანმიმდევრობით წარმოდგენილია ქართული სასულიერო და საერო ხელნაწერი წიგნების მნიშვნელოვანი ნუსხები VII საუკუნიდან XVIII საუკუნის ჩათვლით.
სკოლის პროგრამით ჩატარდა ორი გასვლითი ლექცია, სკოლის თემატიკასთან დაკავშირებულ სივრცეებში (საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეპიგრაფიკის ფონდი, ბოლნისის სიონი, მცხეთა, ატენის სიონი).
13 ივლისს საზაფხულო სკოლის პროგრამით გათვალისწინებული იყო გასვლითი ლექცია „ქართული ეპიგრაფიკა“. ლექციის წასაკითხად საგანგებოდ შეირჩა ბოლნისის სიონის ეკლესია, რომლის კედლებზე ამოკვეთილი ლაპიდარული სააღმშენებლო წარწერებიც (494 წ.) უძველეს ქართულ ეპიგრაფიკულ ძეგლებად არის მიჩნეული.
საზაფხულო სკოლის მონაწილეებმა საკუთარი თვალით მოიხილეს არამხოლოდ უძველესი სააღმშენებლო წარწერები, არამედ ბოლნისის სიონის სხვა, V-XVIII საუკუნეებით დათარიღებული ლაპიდარული, ნაკაწრი და ფრესკული ეპიგრაფიკული ძეგლები: ეპიტაფიები, იურიდიული ეპიგრაფიკული აქტები, სავედრებელ-მოსახსენებელები, სააღმშენებლო-განახლებითი წარწერები და სხვ.
საზაფხულო სკოლის მონაწილეები გასვლითი ლექციის პროგრამის ფარგლებში ეწვივნენ ბოლნისის სიონის ეკლესიის მახლობლად მდებარე წუღრუღაშენის ტაძარს, რომელიც ულამაზესი და უმდიდრესი ჩუქურთმებით არის შემკული. აქ მათ მოიხილეს რამდენიმე ლაპიდარული წარწერა, მათ შორის, ეკლესიის სააღმშენებლო წარწერა საქართველოს მეფის გიორგის მოხსენიებით.
16 ივლისს საზაფხულო სკოლის პროგრამით გათვალისწინებული იყო გასვლითი ლექცია „წელთაღრიცხვის სისტემები ძველ საქართველოში“. ლექციის წასაკითხად შეირჩა ურბნისის სიონის ეკლესია, რომელიც ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ უთვალსაჩინოეს ნიმუშს წარმოადგენს. საზაფხულო სკოლის მონაწილეებმა საკუთარი თვალით მოიხილეს ურბნისის სიონის სამხრეთ კედელზე ამოკვეთილი სააღმშენებლო-განახლებითი წარწერა, რომლის თარიღიც – 1668 წელი – შუა საუკუნეების საქართველოში ყველაზე ფართოდ გავრცელებული სისტემით – ქრონიკონული წელთაღრიცხვით არის გადმოცემული.
გარდა ამისა, საზაფხულო სკოლის მონაწილეებმა მოიხილეს ურბნისის სიონის მრავალრიცხოვანი ეპიგრაფიკული ძეგლები, რომელთაგან ერთ-ერთს – ეკლესიის სააღმშენებლო წარწერას, ცალკეული მკვლევრები ბოლნისის სიონის უძველეს წარწერებზე უფრო ადრეული პერიოდის ძეგლად მიიჩნევენ.
ატენის სიონზე
16 ივლისს საზაფხულო სკოლის ფარგლებში მოეწყო გასვლითი ლექცია ატენის სიონში. ქართლის შუაგულში მე-7 საუკუნეში აგებული ტაძარი თავისი მნიშვნელობით სრულებით გამორჩეულ ძეგლს წარმოადგენს არა მხოლოდ ქართული კულტურის, არამედ მთლიანად რეგიონის ისტორიისთვისაც. ატენის სიონის მნიშვნელობას მის არქიტექტურულ ღირებულებასთან ერთად განსაზღვრავს, პირველ რიგში, ძირითადად VIII-X საუკუნეებში შესრულებული სააღმშენებლო-განახლებითი, ლაპიდარული, ნაკაწრი და ფრესკული ეპიგრაფიკული წარწერები.
სკოლის მონაწილეები გაეცნენ ქართული დამწერლობის სამივე სახეობის (ასომთავრული, ნუსხური, მხედრული) უძველეს ნიმუშებს. გარდა ფრესკული მხატვრობისა, რომელიც თავისი კომპოზიციით ინოვაციას წარმოადგენდა იმ დროის საქართველოში, სკოლის მონაწილეებმა საკუთარი თვალით იხილეს ყველაზე ადრინდელი 711 წლით დათარიღებული სტეფანოზ მამფლის ეპიტაფიური წარწერა, ასევე 853 წელს ბუღა თურქის მიერ თბილისის აღების შესახებ ქრონიკა, უძველესი ნიმუშები მხედრული დამწერლობისა და ასევე პირველი ნიმუშები ქართული რიტმიანი პოეზიისა (XI საუკუნე). გარდა ამისა, ტაძრის კედლები თითქმის მთლიანად არის დაფარული ქართული, სომხური, ბერძნული, არაბული და სირიული წარწერებით.
ტაძრის სამხრეთ ფასადზე გვხდება სომხური წარწერა ძეგლის განახლების შესახებ, ხოლო მის ზემოთ ქართული ასომთავრული გრაფიკით შესრულებულია წარწერა ბაგრატ IV-ის ზეობაში 1060-1068 წლებში ატენის ქალაქმშენებლობის თაობაზე. სკოლის მონაწილეები გაეცნენ ტაძრის კედლებზე არსებულ ერთ-ერთ უძველეს ქართულ რელიეფურ ქანდაკებებს – ირმების სიმბოლიკა და ნადირობის სცენა.
მოდული „ქათული დამწერლობა“ გარდა სალექციო კურსებისა ითვალისწინებდა პრაქტიკულ აქტივობას – კალიგრაფიის ვორქშოფს (6 სთ.).
ვორქშოფზე სკოლის მსმენელებმა შეიძენეს პრაქტიკული ცოდნა ქართული ანბანის თითოეული სახეობის – ასომთავრული, ნუსხური, მხედრული – გრაფემების მოხაზულობის შესახებ, როგორ იცვლებოდა მათი მოხაზულობა, გადაბმის სახეები საუკუნეების განმავლობაში ქართული ხელნაწერების ნიმუშების საფუძველზე.
მსმენელებმა კალიგრაფიის კურსის გავლის შემდეგ შეძლეს მოხატული საზედაო ასოების პრაქტიკულად შესრულება. მცხეთაში შემაჯამებელ კალიგრაფიის ვორქშოფზე მოხდა სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულების საზეიმო გამოვლენა.
კალიგრაფიის ვორქშოფი ეფუძნება ქართული დამწერლობის შესახებ არსებულ მდიდარ სამეცნიერო ლიტერატურას, ასევე, ცენტრში ჩატარებული საზაფხულო სკოლების კალიგრაფიის ვორქშოფების წარმატებულ გამოცდილებას.
საერთაშორისო საზაფხულო სკოლისა და სამეცნიერო კონფერენციის „ქართული ხელნაწერი“ პროგრამა საკმაოდ დატვირთული იყო. სკოლის სასწავლო მოდულების შინაარსი მოიცავდა ხელნაწერთმცოდნეობასთან დაკავშირებულ პრაქტიკულად ყველა ძირითად სფეროს.
სკოლის მსმენელებს თავიანთი კვლევების შედეგები და მეთოდოლოგია გაუზიარეს ქართველოლოგიის დარგში ცნობილმა ქართველმა მეცნიერემა, ცენტრის წამყვანმა მკვლევრებმა, რომლებიც ათეული წლების მანძილზე სწავლობენ ცენტრში და სხვა სიძველეთსაცავებში დაცულ ხელნაწერ წიგნებს, ისტორიულ დოკუმენტებს, საარქივო მასალას.
უცხოეთში მოღვაწე თანამემამულე და უცხოელი ლექტორები საზაფხულო სკოლაში:
საზაფხულო სკოლის აკადემიური პროგრამის განხორციელებაში ჩართული უცხოელი ლექტორებიდან. ორი – ემილიო ბონფილიო და სტივენ სნაიდერი – 2016 წლის საზაფხულო სკოლის კურსდამთავრებულები არიან.
მოწვეული ლექტორი, ვენის უნივერსიტეტის ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ლექტორი, დოქტ. ემილიო ბონფილიო წარუძღვა ლექცია-სემინარს „შუა საუკუნეების ქართული ხელნაწერების შედგენა-რედაქტირება: შემდგენლის ამოცანები“ (1.5 სთ).
მოწვეულმა ლექტორმა დოქტ. სტივენ სნაიდერმა წაიკითხა ლექცია „“ცოცხალი ხელნაწერის“ კვლევა: ფილოსოფიური პერპექტივები“;ფილოსოფიის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, უცხოელი მკვლევარი ოლივერ რაისნერი წარსდგა ლექციით „ივანე ჯავახიშვილის საარქივო ფონდის შესახებ“.
პროექტში ჩაერთო მოწვეული ლექტორის სტატუსით ოქსფორდის უნივერისტეტის პემბროკის კოლეჯის მკვლევარი, თავისუფალი უნივერსიტეტის (თბილისი) პროფესორი, დოქტ. ნიკოლოზ ალექსიძე ლექციით „ქართული დამწერლობის წარმოშობა და განვითარების ეტაპები“.
საინტერესოდ წარიმართა პროგრამით გათვალისწინებული დისკუსია მრგვალი მაგიდის ფორმატში, რომელსაც მოდერირებას უწევდნენ ემილიო ბონფილიო (ვენის უნივერსიტეტი) და ვლადიმერ კეკელია (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი).
ეტრატის გარდა საუკუნეების მანძილზე საქართველოში ერთ-ერთ ძირითად საწერ მასალას ქაღალდი წარმოადგენდა. ქაღალდზე ნაწერი უძველესი ქართული ხელნაწერი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია სინის მთის წმ. ეკატერინეს მონასტერშია დაცული (sin. 34. X ს.). საქართველოში ქაღალდზე გადაწერილი უძველესი ქართული ხელნაწერი XI საუკუნისაა. დღეისათვის ცნობილია, რომ ადგილობრივი წარმოების ქაღალდი საქართველოში არ იყო. შემოჰქონდათ დაუმუშავებელი ანუ ხამი ქაღალდის სახით, ხოლო მისი დამუშავება – სახამებლის წასმა, ადგილობრივ, გადამწერის ან მისი დამხმარე პირის მიერ სრულდებოდა.
სკოლის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ქაღალდის დამზადების ტექნოლოგიას შუა საუკუნის პრაქტიკაზე დაყრდნობით.
19-20 ივლისს შედგა ფორუმის მეორე ღონისძიება – საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ხელნაწერი“, საზაფხულო სკოლის ლოგიკური გაგრძელება, რომელზეც მოხსენებებით წარსდგნენ სკოლის ქართველი და უცხოელი მსმენელები და ლექტორები. კონფერენციამ ხელი შეუწყო ქართული და უცხოენოვანი ხელნაწერი მემკვიდრეობის შესწავლის სფეროში აკუმულირებული ცოდნის შეჯამებას, აქტუალური საკითხების წინ წამოწევას ხელნაწერი მემკვიდრეობის კვლევის სხვადასხვა სფეროების მიხედვით, სამომავლო კვლევითი პერსპექტივების დასახვას.
სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა პლენარული სხდომა, რომელზეც სიტყვით გამოვიდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი, პროფ.ზაალ აბაშიძე; ლუვენის უნივერსიტეტსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შორის მრავალწლიანი ურთიერთობების შესახებ მოხსენება გააკეთა ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის ორიენტალისტიკის ინსტიტუტის დირექტორმა, დოქტ ანდრეა შმიდტმა.
იმუშავა სამმა სექციამ, შემდეგი მიმართულებების შესაბამისად:
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა და კონფერენცია „ქართული ხელნაწერი“ განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.