ფოტო დამიკრო ფირები

ფოტოპირების საცავში დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და საქართველოსა და უცხოეთის საარქივო ფონდებში დაცული ხელნაწერების, ისტორიული დოკუმენტების, პირადი საარქივო ფონდების, არაქართულიენოვანი ხელნაწერების, ექსპედიციებისა და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმეტების ფოტოპირები, მიკროფირები და ნეგატივები. აქ არის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ქართულ და არაქართულენოვანი ხელნაწერების, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ყველა ისტორიული დოკუმენტისა და 50-მდე პირადი საარქივო ფონდის მიკროფირები, ასევე ათონის უძველეს წიგნთსაცავში, სინასა და იერუსალიმში, მოსკოვისა და სანტ-პეტერბურგის, ვატიკანის, ვენის, გრაცის და სხვა საცავებში დაცული ქართულ ხელნაწერთა ფოტო-მიკრო ფირები.