სტაჟირების პროგრამა

2010 წლიდან ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ახორციელებს სტაჟირების პროგრამას.

პროგრამის მიზანია:

• ხელი შეუწყოს სტუდენტებსა და ფართო საზოგადოებას ცენტრის კოლექციების გაცნობითა და კვლევით შეიძინონ დამატებით ცოდნა და უნარები

• ხელი შეუწყოს ცენტრის კოლექციების პოპულარიზაციას. სტაჟირების პროგრამაში ჩართულია ცენტრის ყველა სამეცნიერო დეპარტამენტი, ლაბორატორია და სამსახური.

2013 წელს ცენტრმა დაიწყო საერთაშორისო მასშტაბით სტაჟირების მიმართულებით მუშაობა: ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში სტაჟირება გაიარა მარია კიური-სკლოდოვსკას სახელობის უნივერსიტეტის აღმოსავლეთევროპული კვლევების ფაკულტეტის სტუდენტთა ჯგუფმა. 2010-2017 წლებში კოლრნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა უმასპინძლა 500-ზე მეტ სტაჟიორს, მათ მათშორის, სტაჟირება წარმატებით დაასრულა 200-ზე მეტმა ახალგაზრდამ. აღსანიშნავია, რომ ცენტრის წარმატებული სტაჟიორები აქტიურად აგრძელებენ მუშაობას, როგორც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (დასაქმდა 30-მდე სტაჟიორი) ისე კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით არსებულ სხვადასხვა დაწესებულებებში, როგორც კვალიფიციური და აკადემიური თანამშრომლები.

როგორ გავაკეთო განაცხადი

ყველა აპლიკანტი ავსებს ერთ უნივერსალურ სააპლიკაციო ფორმას, რომელიც სტაჟირების გამოცხადებისას თან ერთვის განაცხადს.

გარდა ამისა სააპლიკაციო ფორმას თან უნდა ერთვოდეს:

  • ავტობიოგრაფია CV;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • კურსდამთავრებულისათვის დიპლომის ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან; სტუდენტისათვის ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან);
  • ორი ფოტოსურათი (3×4).
  • სამოტივაციო წერილი

საბუთების გამოგზავნა შეგიძლიათ ელ-ფოსტაზე: exb.edu@manuscript.ac.ge ან შეგიძლიათ მოიტანოთ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში საგამოფენო და საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილებაში. (მისამართი: მერაბ ალექსიძის ქუჩა 1/3, ოთახი 35).

 

 

 

მიღების პროცესი

1.თქვენს მიერ გამოგზავნილი განაცხადის ფორმა თანდართული სხვა დოკუმენტებით განიხილება გადაირჩევა საგამოფენო და საგანმანათებლო პროგრმების განყოფილების მიერ.

2. სრულად და სწორად გამოგზავნილი დოკუმენტების გამოგზავნის შემთხვევაში შემდგომ ეტაპზე თქვენი განაცხადი განიხილება კომისიის მიერ.

3. ამის შემდეგ შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას ასევე კომისიის წინაშე.

4. გასაუბების წარმატებით გავლის შემდგომ დაგიკავშირდებიან თქვენს მიერ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე.

 

 

დამატებითი კითხვებისთვის მიმართეთ:

ტელ.: (32) 2 47 42 42 (შიდა 106)

577 977 192-  გვანცა ბოჭორიშვილი სტაჟირების პროგრამის კოორდინატორი