ქრისტინე შარაშიძის სახელობის

 

იშვიათ გამოცემათა კაბინეტი

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი მდიდარია ძველნაბეჭდი და იშვიათ წიგნთა კოლექციით, რომელთა უმეტესი ნაწილი დაცულია 2007 წელს შექმნილ იშვიათ გამოცემათა კაბინეტში (კაბინეტს 2016 წელს მიენიჭა ცნობილი მეცნიერის და საზოგადო მოღვაწის ქრისტინე შარაშიძის სახელი). ამ კოლექციაში დაცულია 1749 ბეჭდური გამოცემა, რომელთაგან მნიშვნელოვანია: Lamberti A. – Relatione della Colchide hoggi detta Mengrellia, Neapolli, 1654, ( Rar. 285); Novum Testametum Syriace – 1621 (Rar. 324); Книга житиа [XVIII] (Rar. 580), აბეჭდილი პოჩაევის ლავრაში. Псалтырь [XVIII] (Rar. 579). Минея – მთლიანი კომპლექტი (Rar. 844-852). Scapula J. – Lexicon Greco-latunum, Lugduni-1663; ლიტურგიკული კრებული სომხურ ენაზე, რომი, 1725; ხუთწიგნეული ებრაულ ენაზე 1642 (Rar. 840), ყურანი (მინიატურული 2X3, 5)

N6198; ფრანგული ენის განმარტებითი ლექსიკონი (3X3,5) მინიატურული #6199 და სხვა. ცალკეა გამოყოფილი პირველნაბეჭდი ქართული წიგნის კოლექცია, რომელიც 303 ერთეულს შეიცავს. ამ კოლექციის მნიშვნელოვანი ექსპონატებია: 1) ღარ.- 52/2 „ქართულ-იტალიური ლექსიკონი“;

2) ღარ-27/1ა „ქართული ანბანი ლოცვებითურთ“ _ რომი 1629 წელი, რომელიც დაიბეჭდა „რომის კათოკილური სარწმუნოების გამავრცელებელი

საზოგადოების სტამბაში _ პოლიგლოტა“. ორივე გამოცემის თავფურცელზე იტალიელ გამომცემელ სტეფანე პაოლინის გვერდით იხსენიება ნიკიფორე ირბახი, იგივე ჩოლოყაშვილი, თეიმურაზ პირველის ელჩი. ამავე სტამბაში 1610 წელს დაიბეჭდა მისიონერ მარიო მაჯოს ნაშრომი „აღმოსავლურ ენათა შესახებ, რომელიც საქართველოში იხმარება“ II გამოცემა (Rar. 860). ფაქტობრივად, ეს არის ქართული ენის გრამატიკის სახელმძღვანელო, რომელიც ევროპაში დაიბეჭდა. 1741 წელს გამოიცა: „ტლუკაანთ დავითის საქრისტიანო მოძღვრება, გინდა წურთნა შვიდთა საიდუმლოთა ზედა“ (Rar. 32/1). 1709 წელს ვახტანგ VI-ის ინიციატივით დაარსებულმა სტამბამ საფუძველი ჩაუყარა ეროვნულ პოლიგრაფიას, რომელმაც 1722 წლამდე იარსება. იშვიათ გამოცემათა კაბინეტში პირველი ქართული სტამბის რვა დასახელების წიგნია დაცული: 1. სახარება, (Rar. 9/2 2).  სამოციქულო, (Rar. 4/3) 3. ლოცვანი 1710 (Rar. 15/1ა) 4. კონდაკი, 1710 Rar. (51/2 ) 5. გერმანე მღვდელ-მონაზონი _ სწავლება, თუ ვითარ მართებს მოძღვარსა სწავლება მოსწავლისა, 1711, (Rar. 12/1ა) დავითნი, 1711, (ღარ. 69/2) 7. [შოთა რუსთაველი] ვეფხისტყაოსანი, 1712, (Rar.. 6/3) 8. ჟამნი, 1717 Rar.. (14/1ა).) აღსანიშნავია, რომ ვახტანგისეული „ვეფხისტყაოსნის“ ფაქსიმილური გამოცემისთვის აკაკი შანიძემ 1937 წელს გამოიყენა ცენტრში (მაშინ სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებაში) დაცული ეგზემპლარი (Rar. 6/3), როგორც ყველაზე სრულყოფილი.

1749 წელს ერეკლე II-ისა და ანტონ I კათალიკოსის მეცადინეობით განახლდა თბილისის სტამბა. ერეკლეს სტამბის გამოცემებიდან ცენტრში დაცულია ცხრა დასახელების 27 ეგზემპლარი: პარაკლიტონი, 1772, (Rar. 35/4) 2. კონდაკი, 1783 (Rar. 44/2) კურთხევანი, 1884 (Rar. 4/1) 4. სახარება 1786, (Rar. 45/4); 1791 (Rar. 3/3); 5. ზატიკი, 1788, (Rar.51/4) 6. დავითნი 1790, (Rar. 46/1) 7. ჟამნი 1791 (Rar. 15/1) 8. სამოციქულო, 1791 (Rar. 56/4); მარხვანი, 1793 (Rar. 2/3). 1795 წლის აღა-მაჰმად-ხანის რბევის შემდეგ თბილისში შეწყდა წიგნების გამოცემაც. ბეჭვდის განახლების ინიციატივა დასავლეთ საქართველომ იტვირთა: 1800-1817 წლებში წიგნების ბეჭვდის ცენტრებად იქცა იმერეთი და რაჭა. ამ წლებში დასტამბული ყველა გამოცემა დაცულია ცენტრის ფონდში, მათ შორის პირველი ქართული მინიატურული წიგნი „სავედრებელი ღვთისმშობლისა“, რომელიც დაბეჭდილია სოფელ წესში (რაჭა). აქვეა დაცული XVIII საუკუნეში მოსკოვსა და პეტერბურგში ქართველი მოღვაწეების მიერ დაბეჭდილი და ხიზაბავრელი იოსებ ხუციშვილის მიერ, 1836-1838 წწ. დასტამბული წიგნები.