საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლა

აფხაზეთი: შუა საუკუნეებიდან დღემდე
(ისტორიულ-კულტუროლოგიური ასპექტები)

25-31მაისი

2021

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პროექტი „საერთაშორისო სეზონური (საგაზაფხულო) სკოლა „აფხაზეთი: შუა საუკუნეებიდან დღემდე (ისტორიულ-კულტუროლოგიური ასპექტები)“ ხორციელდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის” ფარგლებში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.  სკოლა განიხილება როგორც პლატფორმა, რომელზედაც შესაძლებელია აფხაზეთის თემაზე კვლევის სხვადასხვა მიმართულებით  საუკეთესო სამეცნიერო იდეების გენერირება მომავალი ერთობლივი ადგილობრივი და საერთაშორისო კვლევებისათვის.

პროექტის მიზანია: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის, მისი განუყოფელი ნაწილის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ისტორიის გააზრება შუა საუკუნებიდან დღემდე თანამედროვე სამეცნიერო სტანდარტებზე დაყრდნობით, სფეროში აკუმულირებული ცოდნის შეჯამება, აქტუალური საკითხების წინ წამოწევა აფხაზეთის ისტორიული და კულტუროლოგიური კვლევების სხვადასხვა მიმართულებების მიხედვით, სამომავლო კვლევითი პერსპექტივების დასახვა, თანამშრომლობითი ურთიერთობების განვითარება და ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირება.

საგაზაფხულო სკოლა განხორციელდა კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში 2021 წლის 25-31 მაისს.

 

 

სკოლის სამუშაო პროგრამის შესახებ

სკოლის სამუშაო პროგრამა მოიცავს 5 სასწავლო მოდულს:

      1. ტერმინები „აფხაზი“ და „აფხაზეთი“
      2. აფხაზეთი: „აფხაზთა სამეფოდან“ ოკუპირებულ ტერიტორიამდე
      3. საეკლესიო პროცესები აფხაზეთში
      4. აფხაზეთი: კულტურული მემკვიდრეობა
      5. აფხაზეთი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციებში.

მოდულების ფარგლებში ჩატარდა შემდეგი აქტივობები:

  • 20 ლექცია (იხ. პროგრამა), მათ შორის, 2 გასვლითი სკოლის თემატიკასთან დაკავშირებულ სივრცეებში (საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეპიგრაფიკის ფონდი, ატენის სიონი, სვეტიცხოველი, ჯვარი);
  • დისკუსიები მრგვალი მაგიდის ფორმატში: 1. ტერმინები „აფხაზი“ და „აფხაზეთი“; 2. „აფხაზთა სამეფოდან“ ოკუპირებულ ტერიტორიამდე;
  • პანელური დისკუსია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ექსპერტების მიერ წარმოდგენილ იქნა 5 მოხსენება აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, თანამედროვე საეკლესიო პროცესების, ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემების თემებზე;
  • უნიკალური გამოფენა, რომელზედაც წარმოდგენილ იქნა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული, აფხაზეთის თემატიკასთან უშუალოდ დაკავშირებული ხელნაწერები, ისტორიული დოკუმენტები, კარტოგრაფიული და საარქივო მასალა (ორიგინელები). ასევე, იშვიათი გამოცემები – „აფხაზური დედაენა“ („ანბან შიყუ“), პირველშედგენილი ქართული გრაფემებით, „ვეფხისტყაოსნის“ აფხაზური თარგმანი (ქართული მხედრული შრიფტით შესრულებული);
  • ინტერაქტიული პროგრამა – სიმულაცია „აფხაზეთი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდებში“, რომელიც ითვალისწინებდა მონაწილეთა მუშაობას საარქივო მასალასთან საგანგებოდ მომზადებული სამუშაო ბარათების საფუძველზე;
  • საერთაშორისო სკოლა ლოგიკურად დასრულდა სკოლის მონაწილეთა საკუთარი კვლევის შედეგების პრეზენტაციებით.

 

 

სკოლის აკადემიური პერსონალის შესახებ

საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლის „აფხაზეთი: შუა საუკუნეებიდან დღემდე (ისტორიულ-კულტუროლოგიური ასპექტები)“  პროგრამა საკმაოდ დატვირთული იყო.

სკოლის მსმენელებს თავიანთი კვლევების შედეგები და მეთოდოლოგია გაუზიარეს სხვადასხვა თაობისა და სამეცნიერო სკოლების წარმომადგენლებმა. სკოლის აკადემიური პერსონალის შემადგენლობაში შედიოდნენ: დარგში ცნობილი ქართველი მეცნიერები, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ თანამშრომლები (დოქტ. შალვა გლოველი, თემო ჯოჯუა, ნინო ქავთარია, თამარ აბულაძე, სხვ.); სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი (პროფესორები ზურაბ პაპასქირი, ლია ახალაძე, ბეჟან ხორავა, კახა კვაშილავა); უცხოელი მკვლევარები (პროფ. ოლივერ რაისნერი, პროფ. ტიმოთი ბლაუველთი), დარგის სპეციალისტები (პროფესორები გიორგი ანჩაბაძე. თეიმურაზ გვანცელაძე,  თამარ ქორიძე,  სხვ.).

 

პროექტის ხელმძღვანელი: ისტორიის დოქტორი, თეა ქართველიშვილი, კ.კეკელიძის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების უფროსი მეცნიერი-თანამშრომელი

პროექტის კოორდინატორი: პედაგოგიკის დოქტორი, ირინა გოგონაია, კ.კეკელიძის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სასწავლო და საკვალიფიკაციო პროექტების სამსახურის უფროსი.

სკოლის  მსმენელების შესახებ

 

სკოლის სასწავლო პროგრამამ დიდი ინტერესი გამოიწვია. შემოვიდა 40-მდე სააპლიკაციო ფორმა, რომელთა დამუშავების შედეგად შეირჩა პროექტით გათვალისწინებული 16  მონაწილე, მათ შორის, ვარშავის (პოლონეთი), ბერლინის (გერმანია), არდაჰანის (თურქეთი), თელ-ავივის (ისრაელი), ლონდონის (დიდი ბრიტანეთი), საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების (თსუ, ილიაუნი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სხვ.) ისტორიის, ხელოვნებათმცოდნეობის, კულტურის კვლევების მიმართულების მაგისტრანტები, დოქტორანტები და ახალგაზრდა დოქტორები, გალის მუნიციპალიტეტში არსებული სკოლების ისტორიის მასწავლებლები.

ოკუპირებული (გალის) ტერიტორიიდან მონაწილეების ჩართვა შესაძლებელი გახდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის აქტიური ჩართულობით.

Сovid 19-ის პანდემიის პირობებში სკოლა ჩატარდა ჰიბრიდულ ფორმატში, საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტები სკოლის მუშაობაში ჩაერთვნენ face-to-face, ფიზიკური დასწრების რეჟიმში (9 მონაწილე), იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ერთმა მონაწილემ (მაია ახალკაციშვილი) და 6-მა უცხოელმა მსმენელმა მონაწილეობა მიიღეს  Zoom-ის პლატფორმის მეშვეობით.

 

აღსანიშნავია, რომ გალის მუნიციპალიტეტში არსებული სკოლებიდან შემოვიდა სკოლაში მონაწილეობის მსურველთა 7 განაცხადი; შეირჩა  პროექტით გათვალისწინებული 4 კანდიდატი. სამწუხაროდ, ჩამოსვლა მოახერხა მხოლოდ ერთმა მსმენელმა. ჰიბრიდული ფორმატიდან  გამომდინარე, სკოლამ შესაძლებლობა მისცა ყველა აპლიკანტს გალის მუნიციპალიტეტიდან მონაწილეობა მიეღო სკოლის აკადემიურ პროგრამაში.

 

სკოლის ფარგლებში დაიბეჭდა სკოლის აკადემიური ღონისძიებების პროგრამა, მომზადდა სკოლის ლექციების მასალების კრებული „აფხაზეთი: შუა საუკუნეებიდან დღემდე (ისტორიულ-კულტუროლოგიური ასპექტები) / საერთაშორისო სკოლის სალექციო კურსის მასალები“ (ელექტრონული ვერსია), რომელიც განთავსდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.manuscript.ge და თანამონაწილე ორგანიზაციის – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის – ვებგვერდზე www.sou.edu.ge. კრებული განიხილება როგორც მნიშვნელოვანი მეცნიერული ნაშრომი აფხაზეთის ისტორიის აქტუალურ საკითხებზე.

 

სკოლის სამუშაო ენა იყო  ქართული და ინგლისური. ლექციებისა და სხვა აქტივობების ჩატარება უზრუნველყოფილი იყო სინქრონული თარგმანით. სკოლის ბოლო დღე (31 მაისი) დაეთმო მსმენელთა საკუთარი კვლევების პრეზენტაციებს (იხ. ფაილი – სკოლის მსმენელთა პრეზენტაციები). შედგა დახურვის საზეიმო ცერემონია, მსმენელებს გადაეცათ სერტიფიკატები.

დღე 1 გახსნა

დღე 1 ლექციები

25 მაისი, სკოლის პირველი დღე

ლექცია: აფხაზეთის ისტორიულ-გეოგრაფიული მიმოხილვა -ზურაბ პაპასქირი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,პროფესორი,სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. Lecture: The Historical-Geographical Overview of Abkhazia – Zurab Papaskiri, Doctor of Historical Sciences, Professor, Sokhumi State University

 

ლექცია: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის (საქართველო) ისტორიის ენობრივი ასპექტები _თეიმურაზ გვანცელაძე,ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი,პროფესორი, სოხუმის სახეოლმწიფო უნივერსიტეტი. Lecture: Linguistic Aspects of the Autonomous Republic of Abkhazia (Georgia) – Teimuraz Gvantseladze, Doctor of Philological Sciences, Professor, Sokhumi State University

ლექცია: მულტიკულტურული აფხაზეთი_  ლია ახალაძე, ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი,სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. Lecture: Multicultural Abkhazia – Lia Akhaladze, Ph.D. in History, Associate Professor, Sokhumi State University.

ლექცია- წარდგენა: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციები_ თამარ აბულაძე, ფილოლოგიის დოქტორი, მთავარი მეცნიერი თანმშრომელი ხელნაწერ სიძველეთა დაცვის,აღრიცხვისა და ექსპოზიციის დეპარტამენტის უფროსი, მთვარი მცველი, კ. კეკელიძის სახელობსი საქართველოს ხელნაწერტა ეროვნული ცენტრი. Lecture-presentation: Collections of the Georgian National Centre of Manuscripts – Tamar Abuladze, Ph.D. in Philology, Head of the Department of Manuscript Protection, Registration and Exposition, K. Kekelidze Georgian National Centre of Manuscripts.

დისკუსია მრგვალი მაგიდის ფორმატში: ტერმინი „აფხაზი“ და „აფხაზეთი“

დღე 1 სკოლის საგანგებო გამოფენა

დღე 2 ლექციები

26 მაისი, დღე მეორე

წინა დღის მასალის აქტუალიზაცია – ირინა გოგონაია, პედაგოგიკის დოქტორი, სასწავლო და საკვალიფიკაციო პროექტების სამსახურის უფროსი, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი .  Review of the preceding day’s material – Irina Gogonaia, Ph.D. in Pedagogical Sciences, Head of the Division of Educational and Qualification Projects, K. Kekelidze National Centre of Manuscripts

ლექცია: „აფხაზთა“ სამეფოს ისტორია – შალვა გლოველი, ისტორიის დოქტორი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, სამეცნიერო-ანალიტიკური და საგამომცემლო განყოფილების უფროსი, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. Lecture: The History of “The Kingdom of Abkhazians”– Shalva Gloveli, Ph.D. in History, Head of the Scientific-Analytical and Publishing Department, K. Kekelidze Georgian National Centre of Manuscripts

 

ლექცია: ცხუმის საერისთავო და აფხაზეთის სამთავრო – ბეჟან ხორავა, ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. Lecture: From the Princedom of Tskhumi to the Principality of Abkhazia – Bezhan Khorava, Phd in History, Associate Professor, Sokhumi State University

 

 

ლექცია: სამურზაყანო XVIII-XIX საუკუნეებში – კახა კვაშილავა, ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. Lecture: Samurzakano in the XVIII-XIX cc. – Kakha Kvashilava, Ph.D. in History, Associate Professor, Sokhumi State University.

 

ლექცია: რუსეთის იმპერიული პოლიტიკა აფხაზეთში (მე-19 საუკუნე) – ბეჟან ხორავა, ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. Lecture: Russia’s Imperial Policy in Abkhazia (19th century) – Bezhan Khorava, Ph.D. in History, Associate Professor, Sokhumi State University

 

ლექცია: ქართულ-აფხაზური ურთიერთობები უძველესი ხანიდან XIX საუკუნის ბოლომდე – გიორგი ანჩაბაძე, 3 ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.  Lecture:  Georgian-Abkhazian Relations from Ancient Times to the End of the 19th Century – Giorgi Anchabadze, Doctor of Historical Sciences, Professor, Ilia State University

 

სკოლის საგანგებო გამოფენა: „აფხაზეთი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციებში“ – გამოფენის საზეიმო გახსნა (საქართველოს დამოუკიდებლობის დღის –  26 მაისის საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში) სკოლის მსმენელების გასეირნება რუსთაველის გამზირზე – საქართველოს დამოუკიდებლობის დღის – 26 მაისის საზეიმო აღნიშვნა.   Official Opening Ceremony of the School Exhibition: “Abkhazia in the Collections of the Georgian National Centre of Manuscripts”.

დღე 2 მრგვალი მაგიდა

დღე 3 გასვლითი ლექცია

27 მაისი, დღე მესამე

გასვლითი ლექცია: აფხაზეთში მოღვაწე სასულიერო პირთა ურთიერთობები საქართველოსა და უცხოეთის საეკლესიო ცენტრებთან – თეიმურაზ ჯოჯუა, ისტორიის დოქტორი, წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

Visiting lecture at the Kaberi Church, village Gostibe, Kaspi Municipality. Lecture: Association of the Abkhazian Clergy with the Georgian and Foreign Ecclesiastical centers – Teimuraz Jojua, Ph.D. in History, Senior Research Associate, Department of Diplomatics and Source Studies, K. Kekelidze Georgian National Centre of Manuscripts Discussion at the Kaberi Church (village Gostibe, Kaspi Municipality, Shida Kartli Region).

დღე 4 ლექციები

28 მაისი, დღე მეოთხე

წინა დღის მასალის აქტუალიზაცია – ირინა გოგონაია, პედაგოგიკის დოქტორი, სასწავლო და საკვალიფიკაციო პროექტების სამსახურის უფროსი, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი . Review of the preceding day’s material – Irina Gogonaia, PhD in Pedagogical Sciences, Head of the Division of Educational and Qualification Projects, K. Kekelidze National Centre of Manuscripts.

ლექცია: რუსეთის იმპერიული პოლიტიკა აფხაზეთში (მე20 საუკუნე) – ზურაბ პაპასქირი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. Lecture: Russian Imperial Policy in Abkhazia (20th century) – Zurab Papaskiri, Doctor of Historical Sciences, Professor, Sokhumi State University.

ლექცია: სადავო მოგონებებისა და ისტორიოგრაფიის დეტერმინანტები მე-20 საუკუნის აფხაზეთში – ოლივერ რაისნერი, ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. Lecture: Determinants of Contested Memories and Historiography over Abkhazia in the 20th Century – Oliver Reisner, Ph.D. in History, Associate Professor, Ilia State University

 

აფხაზეთი საბჭოთა პერიოდში: პატრონები და კლიენტები – ტიმოთი ბლაუველთი, ისტორიის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. Lecture: Abkhazia in the Soviet period: Patrons and Clients – Timothy Blauvelt, Ph.D. in History, Professor, Ilia State University

 

დისკუსია მრგვალი მაგიდის ფორმატში „აფხაზეთი: „აფხაზთა სამეფოდან“ ოკუპირებულ ტერიტორიამდე Round table discussion: „Abkhazia: From “The Kingdom of Abkhazians” to the Occupied Territory”.

 

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდები. ინტერაქტიული პროგრამა „აფხაზეთი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდებში“ – ესმა მანია, ფილოლოგიის დოქტორი და ირინა გოგონაია, პედაგოგიკის დოქტორი, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.  Archival Funds of the National Centre of Manuscripts Interactive Program “Abkhazia in the Archival Funds of the National Centre of Manuscripts“ – Esma Mania, Ph.D. in Philology and Irina Gogonaia, Ph.D. in Pedagogical Sciences, K. Kekelidze National Centre of Manuscripts.

დღე 4 გასვლითი ლექცია

დღე 5 ლექციები

29 მაისი,  დღე მეხუთე

წინა დღის მასალის აქტუალიზაცია – ირინა გოგონაია, პედაგოგიკის დოქტორი, სასწავლო და საკვალიფიკაციო პროექტების სამსახურის უფროსი, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის . Review of the preceding day’s material – Irina Gogonaia, Ph.D. in Pedagogical Sciences, Head of the Division of Educational and Qualification Projects, K. Kekelidze National Centre of Manuscripts.

ლექცია: „აფხაზთა სამეფოს“ კულტურა და წერილობითი ძეგლები – ლია ახალაძე, ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი . Lecture: Culture and Literary Works of the “Kingdom of Abkhazia” – Lia Akhaladze, Ph.D. in History, Associate Professor, Sokhumi State University.

 

 

ლექცია: სამწიგნობრო კულტურა აფხაზეთში – თეა ქართველიშვილი, ისტორიის დოქტორი, წყაროთმცოდნეობისა 5 და დიპლომატიკის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, კ. კეკელიძის სახელობის საქარსამწიგნობრო კულტურა აფხაზეთში – თეა ქართველიშვილი თველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი Lecture: Literary Culture in Abkhazia – Tea Kartvelishvili, Ph.D. in History, Senior Researcher, Department of Diplomatics and Source Studies, K. Kekelidze Georgian National Centre of Manuscripts.

 

 

ლექცია: ხელოვნება შუა საუკუნეების აფხაზეთში (აფხაზეთის რეგიონის არტეფაქტების ხელოვნებათმცოდნეობითი ანალიზი) – ნინო ქავთარია, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ხელოვნების ისტორიის განყოფილების უფროსი, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი Lecture: Art in Medieval Abkhazia (The art history perspective on the analysis of the artifacts found in the Abkhazian region) – Nino Kavtaria, Ph.D. in Art History, Head of the Art History Department, K. Kekelidze Georgian National Centre of Manuscripts

 

 

გასვლითი ლექცია: აფხაზეთის ეპიგრაფიკული ძეგლები – ლია ახალაძე, ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს ეროვნული მუზეუმი (ლაპიდარიუმი)Visiting lecture at the Georgian National Museum (Lapidarium): Epigraphic Monuments of Abkhazia – Lia Akhaladze, Ph.D. in History, Associate Professor, Sokhumi State University.

 

 

 

დისკუსია მცხეთაში ჯვრის მონასტერი, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი.  Discussion at Mtskheta. Visit to the ancient city of Mtskheta (Jvari Monastery, Svetitskhoveli Cathedral).

დღე 6 მოხსენებები სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

30 მაისი,  დღე მეექვსე

წინა დღის მასალის აქტუალიზაცია – ირინა გოგონაია, პედაგოგიკის დოქტორი, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სასწავლო და საკვალიფიკაციო პროექტების სამსახურის უფროსი. Review of the preceding day’s material– Irina Gogonaia, Ph.D. in Pedagogical Sciences, Head of the Division of Educational and Qualification Projects, K. Kekelidze National Centre of Manuscripts

ლექცია: აფხაზეთის საკათალიკოსოს დაარსება და მისი სტატუსი ერთიან საქართველოში – თამარ ქორიძე, ისტორიის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს უნივერსიტეტი Lecture: Catholicosate of Abkhazia (West Georgia) (IX – XVIII cc.) – Tamar Koridze, Ph.D. in History, professor, University of Georgia

 

ლექცია: აფხაზეთის საკათალიკოსო XV საუკუნიდან 1814 წლამდე – თეა ქართველიშვილი, ისტორიის დოქტორი, წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების 6 უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი Lecture: Catholicosate of Abkhazia from the XV century to 1814 – Tea Kartvelishvili, Ph.D. in History, Senior Researcher, Department of Diplomatics and Source Studies, K. Kekelidze Georgian National Centre of Manuscripts

 

პანელური დისკუსიები სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

Panel Discussion. Sokhumi State University

 

მოხსენება 1: ე.წ. აფხაზეთის ეკლესიის თანამედროვე პრობლემები და მათი დაძლევის გზები – ქეთევან პავლიაშვილი, ისტორიის დოქტორი, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი  Present: Day Problems and the Question of Autocephaly of the So Called Church of Abkhazia, Ketevan Pavliashvili, Ph.D. in History, Member of Tskhum-Abkhazian Academy of Sciences

 

მოხსენება 2: ენობრივი პოლიტიკა საგანმანთლებლო სისტემაში ოკუპაციის პირობებში (აფხაზეთის მაგალითი) – მანანა ქვაჩახია, აფხაზეთის მთავრობის თავმჟდომარის მრჩეველი განათლებისა და კულტურის საკითხებში  2: Linguistic Policy in the Education System under Occupation (Case of Abkhazia) – Manana Kvachakhia, Adviser to the Chairman of the Government of the Autonomous Republic of Abkhazia

 

მოხსენება: კულტურული მემკვიდრეობა ოკუპაციის პირობებში (აფხაზეთის მაგალითზე) – ირაკლი გელენავა – ისტორიის დოქტორი, პროფესორი, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე  3: Cultural : Heritage under the Occupation (Case of Abkhazia) – Irakli Gelenava – First Deputy Minister of Education and Culture of A/R of Abkhazia

მოხსენება: აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ისტორიული არქიტექტურული ნაგებობებისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების პროცესი და მისი მნიშვნელობა – გიორგი პატაშური, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე, გ.ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის მეცნიერი თანამშრომელი 4: Attribution of the Cultural Heritage Status to the Historical-Architectural Buildings on the Occupied Territory of Abkhazia and its Significance – Giorgi Patashuri, Deputy Head of the Cultural Property Protection Department of the Ministry of Education and Culture of A/R of Abkhazia, Researcher at the Medieval Art Department of the George Chubinashvili National Research Centre for Georgian Art History and Heritage Preservation

 

მოხსენება: საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხები ჰააგის კონვენციის შესრულების ჭრილში – მანანა თევზაძე, ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე of Cultural Heritage on the Occupied Territory of Abkhazia in Light of Implementation of the Hague Convention – Manana Tevzadze, Chairperson of the Georgian National Committee of the Blue Shield.

დღე 7 იშვიათ გამოცემათა კაბინეტის დათვალიერება

დღე მეშვიდე

იშვიათ გამოცემათა კაბინეტის დათვალიერება, ლექცია-საუბარი „აფხაზეთი და ქართული ძველნაბეჭდი წიგნი (XVIIXVIII სს.)“ – ნანული თარგამაძე, ბიბლიოთეკა-მუზეუმის განყოფილების თანამშრომელი, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

Visit to the Kristine Sharashidze rare-publications cabinet, lecture: Abkhazia and the Georgian Old-Printed books (XVII-XVIII cc.)“ – Nanuli Targamadze, Department of Library Museums, K. Kekelidze Georgian National Centre of Manuscripts

 

 

მსმენელთა საკუთარი კვლევების პრეზენტაციები The Spring School Participant Presentations

 

 

ოფიციალური დახურვის ცერემონია და სერთიფიკატების გადაცემა

დღე 7 მონაწილეთა პრეზენტაციები

დღე 7 მონაწილეებისათვის სერთიფიკატების გადაცემა