ქართული პოლიტიკური ემიგრაციის წარმომადგენელთა მემკვიდრეები ბავარიაში პრივატულად ისეთ წერილობით დოკუმენტებს ინახავენ, რომელთა მეცნიერული მნიშვნელობა თვალსაჩინოა. ასეთია, მაგალითად, მე-20 საუკუნის 40-50-იანი წლების გერმანიის ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარის გიორგი მაღალოვის (მაღალაშვილის) არქივი; დღეისათვის განსაკუთრებით აქტუალურად გამოიყურება საქართველოს სამეფო გვარის გენეალოგიური ტაბულა ერეკლე II-იდან 1942 წლამდე. დოკუმენტი დაბეჭდილია ბერლინში....

გამოჩენილი სასულიერო მოღვაწის, მეცნიერისა და კათალიკოს-პატრიარქის კალისტრატე ცინცაძის პირად არქივში დაცულია „ნახარებოუს მონასტრის გუჯარი“. ეს დოკუმენტი 1801 წელს შეადგინა ანტონ ჭყონდიდელმა. აღნიშნული გუჯარი კი ნახარებოუს მონასტერში არსებული დედნიდან გადმოწერა მღვდელმა ბართლომე ოსიძემ. დედანი (ორიგინალი) ჩვენამდე მოღწეული არ არის. უცნობია როგორ მოხვდა ეს დოკუმენტი კალისტრატე ცინცაძის...