123. ნუგზარ პაპუაშვილი -ერთი დოკუმენტი ბაგრატიონთა ტახტის აღდგენის მცდელობაზე გერმანიაში მოძიებულ სხვა მასალებთან ერთად (ძმები ათაბაგები კონსტანტინოპოლში და ქართველი ბაგრატიონები დასავლეთ ევროპაში). 4 აპრილი 2019 წ.

ქართული პოლიტიკური ემიგრაციის წარმომადგენელთა მემკვიდრეები ბავარიაში პრივატულად ისეთ წერილობით დოკუმენტებს ინახავენ, რომელთა მეცნიერული მნიშვნელობა თვალსაჩინოა. ასეთია, მაგალითად, მე-20 საუკუნის 40-50-იანი წლების გერმანიის ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარის გიორგი მაღალოვის (მაღალაშვილის) არქივი; დღეისათვის განსაკუთრებით აქტუალურად გამოიყურება საქართველოს სამეფო გვარის გენეალოგიური ტაბულა ერეკლე II-იდან 1942 წლამდე. დოკუმენტი დაბეჭდილია ბერლინში. ახლავს მოწოდება, თავად სვიმონ ციციშვილის ხელმოწერით, რომელშიც აღნიშნულია ძალების საყოველთაო მობილიზაციის აუცილებლობა ბაგრატიონთა სამეფო ტახტის აღდგენისა და ახალ პოლიტიკურ ქარტეხილებში საქართველოს გადარჩენის მიზნით.