118. ექვთიმე კოჭლამაზაშვილი -ძლისპირის მიხედვით გამართული თავედი ალიტერაცია გიორგი მთაწმიდელის “პარაკლიტონის” საგალობლებში. – 1 ივნისი 2016

გამოჩენილი სასულიერო მოღვაწის, მეცნიერისა და კათალიკოს-პატრიარქის კალისტრატე ცინცაძის პირად არქივში დაცულია „ნახარებოუს მონასტრის გუჯარი“. ეს დოკუმენტი 1801 წელს შეადგინა ანტონ ჭყონდიდელმა. აღნიშნული გუჯარი კი ნახარებოუს მონასტერში არსებული დედნიდან გადმოწერა მღვდელმა ბართლომე ოსიძემ. დედანი (ორიგინალი) ჩვენამდე მოღწეული არ არის. უცნობია როგორ მოხვდა ეს დოკუმენტი კალისტრატე ცინცაძის პირად არქივში.
1912 წელს, აღნიშნული გუჯარი თეოფინე ხუსკივაძემ გამოაქვეყნა გაზეთ „კოლხიდაში“ (№39, 40) და მას „ანტონ ჭყონდიდელის ანდერძი“ უწოდა. დღესაც, ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნული დოკუმენტი ანდერძის სახელით არის ცნობილი. ეს გუჯარი წარმოადგენს არა ანდერძს, არამედ ნახარებოუს მონასტრისთვის ანტონ ჭყონდიდელის მიერ ბოძებულ შეწირულობის გუჯარს.
ნაშრომში წარმოდგენილია ნახარებოუს მონასტრის ისტორიაც და ანტონ ჭყონდიდელის ბიოგრაფიაც. ნაჩვენებია ის დიდი ღვაწლიც, რაც ანტონ ჭყონდიდელს მიუძღვის ამ მონასტრის ხელახლა აშენებასა და გაძლიერებაში. დაწვრილებით არის განხილული ის მრავალფეროვანი შეწირულობა, რომელიც ანტონ ჭყონდიდელმა უბოძა აღნიშნულ მონასტერს.
ანტონ ჭყონდიდელის მიერ ნახარებოუს მონასტრისათვის მიცემული შეწირულობის გუჯარი მრავალმხრივი, საინტერესო ინფორმაციის შემცველი, სანდო ისტორიული წყაროა, რომელსაც დიდი დახმარების გაწევა შეუძლია არამარტო მონასტრის ისტორიის კვლევაში, არამედ სამეგრელოს სოციალ-ეკონომიკური და კულტურის ისტორიის შესწავლაში.
ეს ნაშრომი პირველი ცდაა ამ დოკუმენტის მეცნიერული შესწავლისა.