ვიქტორ კუპრაძე (1903-1985)

ქართველი მეცნიერი, მათემატიკოსი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946). დაამთავრა თსუ ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურა (1931). 1935 სადოქტორო დისერტაცია დაიცვა. 1936-1941 მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი იყო. 1944-1953 საქართველოს განათლების მინისტრი, 1954-1958 თსუ რექტორი, 1958-1962 კი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე იყო. 1963 იგი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ახლად ჩამოყალიბებული მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილებების აკადემიკოს-მდივნად აირჩიეს, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა.

ვიქტორ კუპრაძეს პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. მამის, ვიქტორ კუპრაძის არქივი ცენტრს 2008 წლის 7 ოქტომბერს ნანა კუპრაძემ გადასცა.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი