პარმენ ზაქარაია (1914-2003)

ხელოვნებათმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. სწავლობდა ს. კიროვის სახ. საქართველოს ინდუსტრიულ ინსტიტუტში არქიტექტურის სპეციალობით (1934-1940). 1941 წლიდან მუშაობდა ხელოვნების მუზეუმ “მეტეხში”, 1948 წლიდან ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, 1956 წლიდან იქვე შუა საუკუნეების ისტორიის განყოფილების გამგედ, შემდეგ თსუ-ს ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრის გამგედ. იკლევდა ძველ საერო და საფორტიფიკაციო არქიტექტურას, აწარმოებდა არქეოლოგიურ გათხრებს ნოქალაქევ-არქეოპოლისში.

პარმენ ზაქარაიას პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი