პაპუნა წერეთელი (1904-1982)
პაპუნა წერეთელი (1904-1982)
კოლექციონერი. დაამთავრა თსუ-ს ეკონომიკის ფაკულტეტი. მუშაობდა ეკონომისტად (1927-1937), რუსთაველის თეატრის მუზეუმის გამგედ (1937-1945). მიწვეული იყო კონსულტანტად კინოფილმებზე “დავით გურამიშვილი” და “აკაკის აკვანი”. ეწეოდა მთარგმნელობით მოღვაწეობას. მის მიერ შეგროვებული სიძველეების, ანტიკვარული ნივთებისა და ხელოვნების ნიმუშების უნიკალური კოლექცია საქართველოს სხვადასხვა მუზეუმშია დაცული.
პაპუნა წერეთლის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოვიდა 1975 წლის 21 აპრილს (შემოსულობათა წიგნი # 442).
პაპუნა წერეთლის ფონდი 1309 საარქივო საქმეს შეიცავს. არქივი წარმოადგენს ფოტოკოლექციას.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი