გრიგოლ რობაქიძე (1882-1962)

მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე. ქუთაისის გიმნაზიის დასრულების შემდეგ სწავლობდა ჯერ ტარტუს (ესტონეთი), შემდეგ კი ლაიფციგის უნივერსიტეტში, რომელიც ფილოსოფიის დოქტორის ხარისხით დაასრულა. იყო ლიტერატურული დაჯგუფების “ცისფერყანწელების” ერთ-ერთი დამფუძნებელი. მონაწილეობდა საქართველოს მწერალთა კავშირის დაარსებაში (1917).

1918-1921 აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. იყო პარიზის სამშვიდობო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად წარგზავნილი საპარლამენტო დელეგაციის წევრი (1919). მისი უშუალო მონაწილეობით დაფუძნდა ქართული ლეგაცია პარიზში (1919). 1931 წლიდან იყო პოლიტიკური ემიგრანტი. ცხოვრობდა ჯერ გერმანიაში (1946 წლამდე), შემდეგ – შვეიცარიაში. მისი მონაწილეობით ემიგრაციაში დაარსდა ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი (1942). იგი თანამედროვე ქართული ფსიქოლოგიური რომანის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება.

გრიგოლ რობაქიძის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი