მიხეილ ქავთარია
მიხეილ ქავთარია (დ. 19 სექტემბერი, 1929, ხაშური — გ. 14 აპრილი, 2019, თბილისი) — ქართველი ფილოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
მიხეილ ქავთარია დაიბადა 1929 წლის 19 სექტემბერს. 1947 წელს დაამთავრა ქალაქ ხაშურის რკინიგზის მე-12 (შემდეგში რკინიგზის მე-3 და ახლანდელი ხაშურის მე-6 საჯარო) სკოლა. 1952 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1954-1957 წლებში ასპირანტურის კურსი გაიარა აკადემიკოს კორნელი კეკელიძის ხელმძღვანელობით. 1960 წელს დაიცვა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი თემაზე - „ბესარიონ ორბელაშვილის შემოქმედება“. 1981 წელს დაიცვა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი თემაზე -„XVII-XVIII საუკუნის ქართული ჰიმნოგრაფია“.
მიხეილ ქავთარია 1958 წლიდან 2019 წლამდე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერი თანამშრომელი იყო.