ვალერიან გაბაშვილი (1911-1985)
ვალერიან გაბაშვილი (1911-1985)
ისტორიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე, მწერალი (ფსევდ. ნიკოლოზ გაბაონი), ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოში აღმოსავლეთმცოდნე ისტორიკოსთა სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი. იყო თსუ აღმოსავლეთის ისტორიის კათედრის გამგე (1950-1973), ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის შუა საუკუნეების აღმოსავლეთის ისტორიის განყოფილების ხელმძღვანელი (1957-1960), აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში ფეოდალური ხანის აღმოსავლეთის ისტორიის განყოფილების ხელმძღვანელი. იკვლევდა აღმოსავლური ფეოდალიზმის გენეზისს, ქართული და აღმოსავლეთის ქალაქებისა და საქალაქო ცხოვრების ისტორიის პრობლემებს, აგრეთვე, ქართული სამართლის, დიპლომატიკის, წყაროთმცოდნეობისა და ისტორიოგრაფიის საკითხებს. ავტორია რომანისა “აივნიანი ქალაქი”.
ვალერიან გაბაშვილის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოსწირა მისმა ქალიშვილმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა მანანა გაბაშვილმა 2008 წლის 13 თებერვალს.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი