ვალერიან ცაგარეიშვილი (1901-1974)

კომპოზიტორი, პედაგოგი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. დაამთავრა თბილისის კონსერვატორია. 1923 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ და ადმინისტრაციულ მოღვაწეობას სხვადასხვა სამუსიკო სკოლასა და სასწავლებელში. იყო თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრის სამუსიკო ნაწილის გამგე (1935-1943), ხალხური შემოქმედების სახლის დირექტორი (1949-1950), საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი (1950-1958). დაწერა არაერთი მუსიკალური კომედია, საბავშვო ოპერა, კანტანტა და სიმფონიური პოემა.

ვალერიან ცაგარეიშვილის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოსწირა მისმა ქალიშვილმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა ელენე ცაგარეიშვილმა 2008 წლის 26 თებერვალს.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი