მიხეილ მაჩაბელი (1852-1930)
მიხეილ მაჩაბელი (1852-1930)
ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე. უმაღლესი განათლება მოსკოვში, პეტროვსკო-რაზუმოვსკის აკადემიაში მიიღო. მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე: ქ. თბილისის თვითმმართველობაში (1883-1885), მიწათმოწყობის სამინისტროში (1885-1918), იყო გლეხკაცთა მიწათმოწყობის პარტიის გამგე (1899-1918). 1917 აირჩიეს კათოლიკოსის საბჭოს წევრად. თანამშრომლობდა გაზეთ “ივერიასთან”, “კავკაზთან”. იყო გაზეთ “ზაკავკაზიეს” რედაქტორი.
მიხეილ მაჩაბელის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
მიხეილ მაჩაბელის ფონდი 1626 საარქივო საქმეს შეიცავს:
1) ბიოგრაფიის, სამსახურეობრივი და საზოგადოებრივი საქმიანობის ამსახველი მასალა;
2) შემოქმედებითი;
3) მიმოწერა;
4) სხვადასხვა.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი