მიხეილ კეკელიძე (1911-1996)

მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი. დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი. იყო ჟურნალების – “კომუნისტური აღზრდისათვის” და “სკოლა და ცხოვრება” წამყვანი თანამშრომელი. დაწერილი აქვს ისტორიული რომანები “ბრწყინვალე ვარსკვლავის მაძიებელი” და “შავი ღრუბლები”. იკვლევდა XX საუკუნის პედაგოგიკის ისტორიას. მის არქივში არის მოგონებები თანამედროვე საზოგადო მოღვაწეებზე.

არქივის აღწერილობა შეიცავს 1065 ერთეულს, დაყოფილია თემატური პრინციპით: 1). პირადი და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2). შემოქმედება; 3). მიმოწერა; 4). სხვადასხვა.

საარქივო მასალა დალაგებულია ქრონოლოგიური თანმიმდევრობით. ერთვის პირთა და გეოგრაფიულ სახელთა საძიებელი.

მიხეილ კეკელიძის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი