კირილე ვეკუა (1891-1968)
კირილე ვეკუა (1891-1968)
ქიმიკოსი. სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, ხარკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. 1918-1921 სამეგრელოს ერთ-ერთ რაიონში მიწის რეფორმის კომისიას ხელმძღვანელობდა. 1922 წლიდან ემიგრაციაში იყო. ცხოვრობდა ბერლინში. სწავლობდა გეტინგენისა და ბერლინის უნივერსიტეტებში, რომელიც დაამთავრა 1931 წელს. მიანიჭეს დოქტორის სამეცნიერო ხარისხი ქიმიის განხრით. მუშაობდა ბერლინის უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელში, სადაც საღებავთა ლაბორატორიაც გახსნა. 1966 გერმანიის სამეცნიერო წრეებმა 75 წლისთავის იუბილე მოუწყვეს. 1968 საქართველო მოინახულა და უკან დაბრუნებული მალევე გარდაიცვალა.
კირილე ვეკუას პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. იგი 1989 გერმანიიდან ჩამოიტანა გ. შარაძემ და კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტს გადასცა.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი