კარლო ინასარიძე (1919-2007)

მწერალი, ჟურნალისტი, პოლიტიკური მოღვაწე. დაამთავრა ლანჩხუთის საშუალო სკოლა (1937), შევიდა თბილისის კინომსახიობთა თეატრში. 1940 საბჭოთა ჯარში გაიწვიეს, ერთი წლის შემდეგ გერმანელებთან ტყვედ ჩავარდა, შემდეგ ახალშექმნილ “ქართულ ლეგიონში” ჩაერთო. II მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მიუნხენის უნივერსიტეტში იურისპრუდენციას, ხოლო კინოს ინსტიტუტში თეატრმცოდნეობასა და კინომცოდნეობას სწავლობდა. 1951 იურისპრუდენციაში სადოქტორო დისერტაცია დაიცვა. 1953 წლიდან რადიო “თავისუფლებაში” მუშაობდა. 1984 წლამდე იყო ქართული რედაქციის დირექტორი. გამოსცემდა ჟურნალს `მებრძოლი საქართველო~.

კარლო ინასარიძის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოსწირა ოჯახმა მისი ანდერძის თანახმად 2007 წლის 25 ოქტომბერს (შემოსულობათა წიგნი # 751).

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი