ხუტა ბერულავა (1924-2004)

ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე. სხვადასხვა დროს იყო გამომცემლობა “ნაკადულის” დირექტორი, ჟურნალ “ცისკრის” რედაქტორი, გამომცემლობა “განათლების” დირექტორი, საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი.

ხუტა ბერულავას პირველი ლექსები 1941 წელს დაიბეჭდა. მისი ლექსების პირველი კრებული 1944 წელს გამოიცა. II მსოფლიო ომის დროს მან შექმნა ცნობილი ლექსები “ამხანაგო მიშაკოვ, ძმაო შალამბერიძევ” (1941), “ვარსკვლავეთს მოსწყდა ვარსკვლავი” (1945) და სხვ. ხუტა ბერულავა ავტორია ლექსების ციკლისა “ვარძიის გზაზე” (1946), პოემებისა: “კოლხური ლეგენდა” (1943-1955), “ამბავი თბილისის დაბადებისა” (1964) და სხვ.

ხუტა ბერულავას პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოსწირა მისმა ქალიშვილმა, ქალბატონმა მზეონა ბერულავამ 2009 წლის 17 მარტს.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი