გამოცემები
გამოცემები
სათაური: თორის ხეობის ეპიგრაფიკული კორპუსი, როგორც საისტორიო წყარო
ავტორი: თამაზ გოგოლაძე
რედაქტორი:
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
გვერდების რაოდენობა: 352
ISBN: 978-9941-8-1054-1
წიგნის ელექტრონული ვერსია:
თორის ხეობის ეპიგრაფიკული კორპუსი, როგორც საისტორიო წყარო~ ბორჯომის ხეობის 50-მდე ლაპიდარულ, ნაკაწრ თუ ფრესკულ წარწერას მოიცავს, რომელთა ნაწილი პირველად წინამდებარე კორპუსში ქვეყნდება. წარწერათა ქრონოლოგია IX-XIX საუკუნეებით განისაზღვრება. ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში პირველად გამოიცემა ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) კორპუსი თორის ხეობის ეპიგრაფიკული ძეგლების შესახებ, რაც დიდ დახმარებას გაუწევს შესაბამისი დარგის როგორც ქართველ, ასევე უცხოელ სპეციალისტებს. წინამდებარე კორპუსის ელექტრონული FDPვერსია განთავსდება კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკEის ვებგვერდზე, რაც გაზრდის თანამშრომლობის შესაძლებლობას შესაბამისი დარგის უცხოელ სპეციალისტებთან. კორპუსი დიდ დახმარებას გაუწევს როგორც სპეციალისტებს – ეპიგრაფიკოსებს, ისტორიკოსებს, ფილოლოგებს, ხელოვნებათმცოდნეებს და სხვ., ასევე ბორჯომის ხეობის წარსულით დაინტერესებულ ფართო საზოგადოებას. ბორჯომის ხეობის ეპიგრაფიკული კორპუსის შექმნის წარ მატებით განხორციელების საქმეში შეტანილი წვლილისათვის, პირველ რიგში, დიდ მადლობას მოვახსენებთ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს ფინანსური მხარდაჭერისათვის, ასევე დიდ მადლობას ვუხდით წინამდებარე პროექტის მენტორსა და ჩვენს უფროს კოლეგას – ისტორიის დოქტორს, თემო ჯოჯუას, რომელმაც თავისი კონსულტაციებითა და რჩევებით დიდი დახმარება გაგვიწია კვლევის პროცესში წარმოქმნილი პრობლემების ეფექტურად გადაჭრის საქმეში; წიგნის სტრუქტურის გამართვაში გაწეული დახმარებისათვის დიდ მადლობას მოვახსენებთ ისტორიის დოქტორს, მამუკა წურწუმიას; ასევე დიდ მადლიერებას გამოვხატავთ ჩემი მეგობრების (ირაკლი გელაშვილის, ილია გოგოლაძის, იმედა ნამორაძის, ირაკლი აბულაძის, ალეკო თაბუკაშვილის) მიმართ მივლინებებისა და ექსპედიციების დროს გაწეული უანგარო დახმარებისათვის. წინამდებარე კორპუსი მომზადდა 2016-2018 წლებში კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.