გამოცემები

სათაური:  ენრიკო გაბიძაშვილი- სამეცნიერო შრომების ანოტირებული ბიბლიოგრაფია 

შემდგენელი:  ხათუნა გაფრინდაშვილი

გამოცემის თარიღი: 2018

გამომცემელი: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

გვერდების რაოდენობა: 111

წიგნის ელექტრონული ვერსია:  edited_enriko

აღწერა

ე. გაბიძაშვილის საკვლევი სფერო არის მხოლოდ და მხოლოდ ქრისტიანული სასულიერო მწერლობის მეტ-ნაკლებად თითქმის ყველა დარგი, რომელშიც შედის უპირველესად ქართული ორიგინალური სასულიერო ლიტერატურის საკითხების კვლევა და მისი ძეგლების ტექსტების პუბლიკაციები, ხოლო მეორე მხრივ _ ქართულ-ბიზანტიური საეკლესიო ლიტერატურათა ურთიერთობის კვლევა და ნათარგმნ 8 ძეგლთა გამოცემები. ორიგინალურ თხზულებათა შესწავლა-გამოცემა ე. გაბიძაშვილმა დაიწყო თავისი პირველი ნარკვევით „ექვთიმე მთაწმიდელის სვინაქსარული ცხოვრება~, რომელიც დაიბეჭდა კრებულში „ძველი ქართული მწერლობის ოთხი ძეგლი~, თბილისი, 1965, გვ. 7-68. ნარკვევში პირველად არის ჩამოყალიბებული დებულება: სვინაქსარული ცხოვრება ყოველთვის არ არის შესაბამისი ვრცელი თხზულების გამონაკრები, როგორც ეს იყო მიჩნეული სამეცნიერო ლიტერატურაში. მან ტექსტოლოგიური კვლევის შედეგად დაამტკიცა, რომ ეფთვიმეს გარდაცვალებისთანავე (1028 წ.) შექმნილი ეს თხზულება გიორგი მთაწმიდელმა უცვლელად შეიტანა თავის ნათარგმნ „დიდ სვინაქსარში~ (1044 წ.) და ერთ-ერთ ძირითად წყაროდ გამოიყენა იოვანესა და ეფთვიმეს „ცხოვრების~ ვრცელი თხზულების წერისას. ეს ნარკვევი გახდა ბიძგი მანამდე სრულიად შეუსწავლელი ჰაგიოგრაფიულ-ლიტურგიკული დარგის მონოგრაფიად შესწავლისათვის. 1968 წ. კი გამოვიდა „ძველი ქართული ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები~, IV, სვინაქსარული რედაქციები („ძეგლების~ სერია დააარსა ილია აბულაძემ). ამ წიგნში შევიდა ე. გაბიძაშვილის მიერ გამოვლენილი და კრიტიკულად დადგენილი სხვადასხვა რედაქციის ქართველი წმინდანების „წამება-ცხოვრებების~ 43 ტექსტი. თითოეულ ტექსტს წინ უძღვის გამოკვლევა.