გამოცემები

სათაური: დოკუმენტური წყაროები XVII საუკუნის I ნახევრის ქართლისა და კახეთის მეფეების შესახებ I

ავტორი: თეა ქართველიშვილი (პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი), ხათუნა ბაინდურაშვილი, ირაკლი გელაშვილი, თამაზ გოგოლაძე, მაია შაორშაძე, თემო ჯოჯუა

რედაქტორი: მზია სურგულაძე

გამოცემის თარიღი: 2019

გამომცემელი: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

გვერდების რაოდენობა: 402

ISBN 978-9941-9677-7-1 (ორივე ნაწილის)
ISBN 978-9941-9677-8-8 (პირველი ნაწილის)

წიგნის ელექტრონული ვერსია:  დოკ.წყაროები-XVII.ტ.I
აღწერა

წიგნში `დოკუმენტური წყაროები (სიგელები, ეპიგრაფიკული ძეგლები, ხელნაწერთა კოლოფონები) XVII საუკუნის I ნახევრის ქართლისა და კახეთის მეფეების შესახებ~ წარმოდგენილია მეფეების: გიორგი X-ის, ლუარსაბ II-ის, ბაგრატ-ხანის, სიმონ-ხანის, თეიმურაზ I-ის ქრონოლოგიურად დალაგებული საისტორიო საბუთები, ეპიგრაფიკული ძეგლები და ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერები. ტექსტები გამართულია აკადემიური სტანდარტით, ერთვის სათანადო სამეცნიერო აპარატი. წყაროებს დართული აქვს კომენტარები. დოკუმენტური წყაროები უხვ ცნობებს გვაწვდის მოცემულ პერიოდში ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ. მათ საფუძველზე გამოვლინდა არაერთი უცნობი ფაქტი.