„ქართლის ცხოვრების“ ცნობიდან ჩანს, რომ სამხრეთ საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საეკლესიო პუნქტთან _ იშხნის საეპისკოპოსო ტაძართან უწინ ციხეც ყოფილა. დემეტრე თავდადებულმა ურდოში წასვლის წინ თავის დიდებულებს შვილები მიაბარა:შევედრნა შვილნი მისნი და წარგზავნა რომელნიმე მთიულეთს და რომელნიმე _ კახეთს. ხოლო ყრმა მცირე გიორგი წარგზავნა ტაოს, იშხანის ციხესა,...
მოხსენების მიზანი იქნება გაჰყვეს ქართული ხელნაწერების კვალს და მათ ფონზე, უკვე ჩატარებული კვლევების საფუძველზე, ზოგადად, სილუეტურად წარმოადგინოს: ქართული მწიგნობრული კერების, ბიბლიოთეკებისა და სკრიპტორიუმების ისტორია; ქართული ხელნაწერი წიგნის განვითარების ისტორია, ქართული ბიბლიის თარგმნისა და მისი ტექსტის ისტორია ...
2012 წლის 12 ივლისს ლონდონში, სოტბის აუქციონზე, გამოიტანეს 60 სხვადასხვაენოვანი ხელნაწერის ფრაგმენტისაგან შემდგარი კოლექცია, სახელწოდებით: დამწერლობის ისტორია _ 60 მნიშვნელოვანი ხელნაწერი ფურცელი მარტინ შოენის კოლექციიდან (თჰე Hისტორყ ოფ შცრიპტ: შიხტყ Iმპორტანტ Mანუსცრიპტ Lეავეს ფრომ ტჰე შცჰøყენ ჩოლლეცტიონ). ამ ფრაგმენტთა შორის არის ქართული ხელნაწერის მე-11...
მოხსენებაში წარმოდგენილია 2012 წლის ექსპედიციის შედეგები და ფოტომასალა სომხეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ეკლესია-მონასტრებისა (თეჟარუიქი, კოში, ქობერი, ჰნევანქი) და იქ დაცული ქართული ეპიგრაფიკული მასალის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ. უკვე ცნობილი და გამოქვეყნებული წარწერების გარდა მოხსენებაში წარმოდგენილი იქნება ფართო სამეცნიერო წრეებისთვის დღემდე უცნობი ეპიგრაფიკული მასალა. ...
ქუთათელი მთავარეპისკოპოსი ანტონ II საღირისძე XII საუკუნის II ნახევრის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასულიერო მოღვაწეა. ქართულ ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად, იგი სამ წერილობით ძეგლში: ტბეთის ოთხთავის (1161 წ.) ანდერძსა და მეფე თამარის ე. წ. I და II ისტორიკოსების თხზულებებში (XIII ს.) ოთხჯერ არის მოხსენიებული. დასახელებული წერილობითი ძეგლების...
• 2011 წელს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებული ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლის ანგარიშს; • სკოლის მსმენელების მიერ შევსებული კითხვარების დამუშავების შედეგებს, რის საფუძველზე შედგენილ იქნა სკოლის პროგრამით გათვალისწინებული ლექციებისა და კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობების რეიტინგული სია; • 2012 წლის ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლის პროგრამას. ...