ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

დაიწყეთ აკრეფა და დააჭირეთ Enter-ს


მესხიშვილები: დიმიტრი მესხიშვილი (ალექსიევ-მესხიევი) (XVIII ს-ის II ნახ.– XIX ს. 20-იანი წწ.), იაკინთე დიმიტრის ძე (1805-1878), სარდიონ დიმიტრის ძე (1814-1863), მიხეილ დიმიტრის ძე (XIX ს.), სოფიო სარდიონის მეუღლე (გარდ. 1868 წ.), აპოლონ სარდიონის ძე (XIX ს.), სარდიონ სარდიონის ძე (1863-1940), ლეონიდე სარდიონის ძე (XIX ს.), ვლადიმერ სარდიონის ძე (1857-1920) და ნინო სარდიონის ასული (XIX ს.)

მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა ოჯახი. მესხიშვილების არქივი 1827-1922 წლების მასალებს მოიცავს.

მესხიშვილების პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოვიდა 1960 წლის 5 ივლისს (შემოსულობათა წიგნი # 74).


მესხიშვილების ფონდი ჩამოთვლილ პირთა 389 საარქივო საქმეს შეიცავს: 

1) ბიოგრაფიული; 

2) შემოქმედებითი; 

3) მიმოწერა; 

4) სხვადასხვა.

უკან დაბრუნება