ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

დაიწყეთ აკრეფა და დააჭირეთ Enter-ს


მაჩაბელი მიხეილ (1852-1930)

ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე. უმაღლესი განათლება მოსკოვში, პეტროვსკო-რაზუმოვსკის აკადემიაში მიიღო. მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე: ქ. თბილისის თვითმმართველობაში (1883-1885), მიწათმოწყობის სამინისტროში (1885-1918), იყო გლეხკაცთა მიწათმოწყობის პარტიის გამგე (1899-1918). 1917 აირჩიეს კათოლიკოსის საბჭოს წევრად. თანამშრომლობდა გაზეთ "ივერიასთან", "კავკაზთან". იყო გაზეთ "ზაკავკაზიეს" რედაქტორი.


მიხეილ მაჩაბელის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.


მიხეილ მაჩაბელის ფონდი 1626 საარქივო საქმეს შეიცავს: 

1) ბიოგრაფიის, სამსახურეობრივი და საზოგადოებრივი საქმიანობის ამსახველი მასალა; 

2) შემოქმედებითი; 

3) მიმოწერა; 

4) სხვადასხვა.

უკან დაბრუნება