ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

დაიწყეთ აკრეფა და დააჭირეთ Enter-ს


მარი იური (გიორგი) (1893-1935)

ირანისტი. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტი. ეწეოდა პედაგოგიურ-სამეცნიერო საქმიანობას. მივლინებულ იქნა ირანში (1925) ხელნაწერების, ფოლკლორული და ეთნოგრაფიული მასალის შესაგროვებლად. 1929 წლიდან საქართველოში ცხოვრობდა. კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. შეადგინა "დოკუმენტირებული სპარსულ-რუსული ლექსიკონი". იკვლევდა კლასიკური და თანამედროვე სპარსული ლიტერატურის, ენის, ფოლკლორისა და ეთნოგრაფიის საკითხებს.


იური მარის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოვიდა 1976 წლის 12 ივლისს (შემოსულობათა წიგნი # 479); ნაწილი შემოვიდა 1979 წლის 27 ივნისს (შემოსულობათა წიგნი # 523); 1981 წლის 26 მაისს (შემოსულობათა წიგნი # 556).


იური მარის ფონდი 882 საარქივო საქმეს შეიცავს: 

1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 

2) შემოქმედებითი; 

3) მიმოწერა; 

4) სხვადასხვა; 

5) ფოტოები.

უკან დაბრუნება