ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

დაიწყეთ აკრეფა და დააჭირეთ Enter-ს


მანსვეტაშვილი იაკობ (1855-1939)

ჟურნალისტი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. 1886-1890 იყო გაზეთ "ივერიას" თანამშრომელი. წერდა ფელეტონებს, კრიტიკულ წერილებს, რეცენზიებს, პატარა მოთხრობებს. იყო "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" მდივანი.


იაკობ მანსვეტაშვილის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოვიდა 1974 წლის 22 იანვარს (შემოსულობათა წიგნი # 417).


იაკობ მანსვეტაშვილის ფონდი 37 საარქივო საქმეს შეიცავს: 

1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 

2) შემოქმედებითი.

უკან დაბრუნება