ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

დაიწყეთ აკრეფა და დააჭირეთ Enter-ს


კალისტრატე კათოლიკოს-პატრიარქი (კალისტრატე ცინცაძე) (1866-1952)

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (1932-1952). ღვთისმეტყველების კანდიდატი (1892). დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია (1888), შემდეგ კიევის სასულიერო აკადემია (1892). 1893 მღვდლად ეკურთხა. 1909 წლიდან დეკანოზია, 1925 წლიდან მიტროპოლიტი, იმავე წლიდან ნინოწმინდელი ეპისკოპოსია, ხოლო 1927 წლიდან კი - მანგლელი. იბრძოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად. აქვს ისტორიული და ლიტერატურული ხასიათის მნიშვნელოვანი შრომები.


კალისტრატე ცინცაძის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოვიდა 1965 წლის 19 ივნისს (შემოსულობათა წიგნი # 249); 15 ნოემბერს (შემოსულობათა წიგნი # 266); ნაწილი შემოსწირა ანასტასია ცინცაძემ (შემოსულობათა წიგნი ## 496, 497, 498, 501, 513).


კალისტრატე ცინცაძის ფონდი 312 საარქივო საქმეს შეიცავს: 

1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 

2) შემოქმედებითი; 

3) მოგონებები; 

4) მიმოწერა; 

5) ფოტოები; 

6) სხვადასხვა.

უკან დაბრუნება