თუმანიშვილი მიხეილ (1818-1875)
პოეტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, თეატრის კრიტიკოსი და ეთნოგრაფი. დაამთავრა თბილისის I გიმნაზია (1836). მუშაობდა სხვადასხვა სამოხელეო თანამდებობაზე. ითვლებოდა თეატრის პირველ კრიტიკოსად საქართველოში. ბეჭდავდა წერილებს გაზეთებში: "კავკაზ", "დროება" და ჟურნალ "ცისკარში". მნიშვნელოვანი წერილები აქვს ეთნოგრაფიაზე. მის მიერ შეგროვილი ეთნოგრაფიული კოლექცია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება.
მიხეილ თუმანიშვილის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
მიხეილ თუმანიშვილის ფონდი 1348 საარქივო საქმეს შეიცავს:
1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა;
2) შემოქმედებითი;
3) მიმოწერა;
4) სხვადასხვა.