ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

დაიწყეთ აკრეფა და დააჭირეთ Enter-ს


თოიძე მოსე (1871-1953)

ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, სსრკ სახალხო მხატვარი (1953), სსრკ სამხატვრო აკადემიის აკადემიკოსი (1947), თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი (1922), ახალი ქართული ფერწერის ერთ-ერთი ფუძემდებელი. სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში (ი. რეპინის რეკომენდაციით, 1896 წლიდან). მუშაობდა ი. რეპინის სახელოსნოში.


მოსე თოიძე მუშაობდა სახვითი ხელოვნების თითქმის ყველა დარგში, განსაკუთრებული ღვაწლი დასდო საყოფაცხოვრებო და ისტორიულ ჟანრებს; გარდა ამისა, ნაყოფიერად მოღვაწეობდა პეიზაჟის, ნატიურმორტის, პორტრეტის ჟანრებში.


მოსე თოიძის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

უკან დაბრუნება