ერისთავი-ხოშტარია ანასტასია (1868-1951)
მწერალი და საზოგადო მოღვაწე, პოეტ დუტუ მეგრელის მეუღლე. დაამთავრა გორის ქალთა პროგიმნაზია (1896). ქ. გორში დააარსა ქალთა საზოგადოება `მანდილოსანი~. ეწეოდა ნაყოფიერ საზოგადოებრივ მოღვაწეობას. პირველი მოთხრობა `ბესი~ 1885 ჟურნალ `ნობათში~ დაბეჭდა, რასაც მოჰყვა სხვა მოთხრობებიც.
ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას პირადი არქივი ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოვიდა 1983 წლის 21 იანვარს (შემოსულობათა წიგნი # 571).
ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას ფონდი 401 საარქივო საქმეს შეიცავს: 1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 2) მისადმი მიძღვნილი ლექსები და სტატიები; 3) შემოქმედებითი; 4) მიმოწერა; 5) ფოტოები; 6) სხვადასხვა.