ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

დაიწყეთ აკრეფა და დააჭირეთ Enter-ს


ამბროსი კათოლიკოს-პატრიარქი (ბესარიონ ხელაია) (1861-1927)

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (1921-1927). დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია (1885). მღვდლად იყო სოჭში, შემდეგ - სოხუმში. იყო, აგრეთვე, სოხუმის, ახალი ათონისა და ლიხნის საეკლესიო-სამრევლო სკოლების ზედამხედველი და ქართული ენის მასწავლებელი. ებრძოდა რუსიფიკატორულ პოლიტიკას აფხაზეთში. 1897 შევიდა ყაზანის სასულიერო აკადემიაში. 1900 ბერად აღიკვეცა. აკადემიის დამთავრების შემდეგ (1901) დაინიშნა ჭელიშის მონასტრის არქიმანდრიტად. 1904 გადაიყვანეს თბილისში სინოდალური კანტორის წევრად და ფერისცვალების მონასტრის წინამძღვრად. იბრძოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის, რის გამოც 1905 რუსეთში გადაასახლეს. საქართველოში ის მხოლოდ 1917 დაბრუნდა. იყო ჯერ ჭყონდიდის, შემდეგ - აფხაზეთისა და სოხუმის მიტროპოლიტი. იკვლევდა ქართულ ისტორიულ ძეგლებს. პერიოდულ პრესაში აქვეყნებდა წერილებს საქართველოს პოლიტიკური, კულტურული, საეკლესიო წარსულისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ.


ამბროსი ხელაიას პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.


ფონდი 335 საარქივო საქმეს შეიცავს: 

1) ქადაგებები; 

2) შემოქმედებითი; 

3) მიმოწერა.


ამბროსი კათოლიკოს-პატრიარქი (ბესარიონ ხელაია) - არქივის აღწერილობა

უკან დაბრუნება