ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

დაიწყეთ აკრეფა და დააჭირეთ Enter-ს


სარაჯიშვილი ალექსანდრე (1851-1914)

მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე. 1876 დაამთავრა ჟენევის უნივერსიტეტის სიტყვიერების ფაკულტეტი და სამშობლოში დაბრუნდა. სამწერლობო მოღვაწეობა დაიწყო გაზეთ "დროებაში". აქტიურად თანამშრომლობდა გაზეთ "ივერიასთან" (1902-1903 "ივერიის" რედაქტორი იყო). იყო თეატრალური კომიტეტის და "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" წევრი, "საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების" ერთ-ერთი ფუძემდებელი.

ალექსანდრე სარაჯიშვილის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

ალექსანდრე სარაჯიშვილის ფონდი 144 საარქივო საქმეს შეიცავს: 

1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა; 

2) შემოქმედებითი; 

3) მიმოწერა; 

4) ბარონ დე ბაის წერილები;

5) სხვადასხვა.

უკან დაბრუნება