სალიები: ნინო (1898-1999) და კალისტრატე (1900-1986)
ისტორიკოსები, უცხოეთში მოღვაწე ქართველოლოგები. ცხოვრობდნენ საფრანგეთში. მათი ინიციატივით 1948 წლიდან პარიზში გამოდიოდა ჟურნალი "ბედი ქართლისა". იკვლევდნენ საქართველოს ისტორიისა და ქართული კულტურის საკითხებს (ვ. ბერიძესთან თანაავტორობით გამოსცეს ნაშრომი `საქართველო~, 1972). ეწეოდნენ ქველმოქმედებას, ეხმარებოდნენ უცხოელ ქართველოლოგებს. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება ნ. სალიას მიერ შემოწირული უმდიდრესი ბიბლიოთეკა.
კალისტრატე და ნინო სალიების პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.