წერეთლები: ზურაბ ქაიხოსროს ძე წერეთელი (XIX ს. I ნახ.), გრიგოლ ზურაბის ძე წერეთელი (XIX ს. I ნახ.), დიმიტრი გრიგოლის ძე წერეთელი (XIX ს. I ნახ.), ნესტორ დიმიტრის ძე წერეთელი (XIX ს. II ნახ.), ალექსანდრე გრიგოლის ძე წერეთელი (XIX ს. II ნახ.), სიმონ ზურაბის ძე წერეთელი (XIX ს. II ნახ.), დავით სიმონის ძე წერეთელი (XIX ს. II ნახ.), სიმონ გოდაბრელიძე (XIX ს. II ნახ.), ბიძინა ჩოლოყაშვილი (XIX ს. II ნახ.), ბერი ქაიხოსროს ძე წერეთელი (XIX ს. I ნახ.), სიმონ დავითის ძე წერეთელი (XIX ს. II ნახ.), როსტომ დავითის ძე წერეთელი (XIX ს. II ნახ.)
იმერეთის სამეფოს სათავადო სახლის წარმომადგენლები, მათ შორის: ა) ზურაბ ქაიხოსროს ძე წერეთელი (1747-1823), იმერეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, სოლომონ I-სა და სოლომონ II-ის სახლთუხუცესი და პირველი ვეზირი. 1784 მონაწილეობდა პეტერბურგში მივლინებულ ელჩობაში. ემხრობოდა იმერეთის რუსეთთან შეერთებას. რუსეთის მთავრობამ იმერეთის მმართველობის პირველ წევრად დანიშნა. დაჯილდოვებული იყო წმ. ანას ორდენით. ბ) სიმონ ზურაბის ძე წერეთელი (1773-XIX ს. II ნახ.), წერეთელთა სათავადო სახლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, სოლომონ II-ის პოლიტიკური მიმდევარი. 1810 თბილისიდან გაქცეულ მეფეს ახალციხის საფაშოში გაჰყვა, შემდეგ კი ემიგრაციაში - ოსმალეთში. სამშობლოში მეფის გარდაცვალების შემდეგ დაბრუნდა (1816) და რუსულ მთავრობას შეურიგდა. აგრეთვე: გრიგოლ ზურაბის ძე (XIX ს. I ნახ.); დიმიტრი გრიგოლის ძე (XIX ს. I ნახ.); ნესტორ დიმიტრის ძე (XIX ს. II ნახ.); ალექსანდრე გრიგოლის ძე (XIX ს. II ნახ.); დავით სიმონის ძე (XIX ს. II ნახ.); ბერი ქაიხოსროს ძე (XIX ს. I ნახ.); სიმონ დავითის ძე (XIX ს. II ნახ.); როსტომ დავითის ძე (XIX ს. II ნახ.).
წერეთლების პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოსწირა პ. წერეთელმა 1976 წლის 28 ივლისს (შემოსულობათა წიგნი # 484).
ზურაბ ქაიხოსროს ძე წერეთლის ფონდი 155 საარქივო საქმეს შეიცავს; გრიგოლ ზურაბის ძე წერეთლის ფონდი 313 საქმეს; დიმიტრი გრიგოლის ძე წერეთლის ფონდი 62 საქმეს; ნესტორ დიმიტრი ძე წერეთლის ფონდი 391 საქმეს; ალექსანდრე გრიგოლის ძე წერეთლის ფონდი 48 საქმეს; სიმონ ზურაბის ძე წერეთლის ფონდი 11 საქმეს; დავით სიმონის ძე წერეთლის ფონდი 9 საქმეს; სიმონ გოდაბრელიძის ფონდი 42 საქმეს; ბიძინა ჩოლოყაშვილის ფონდი 11 საქმეს; ბერი ქაიხოსროს ძის, სიმონ და როსტომ დავითის ძეების და სხვ. ფონდი 8 საქმეს.
წერეთლების ფონდი სულ 1050 საარქივო საქმეს შეიცავს:
1) ბიოგრაფიის ამსახველი მასალა;
2) მასალები ოჯახის წევრთა შესახებ;
3) მასალები საოჯახო მეურნეობის შესახებ;
4) მასალები საზოგადოებრივ-სახელმწიფოებრივი საქმიანობის შესახებ;
5) მასალები ყმა-მამულებისა და სხვა ქონებრივი მფლობელობის შესახებ;
6) სხვადასხვა.