ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

დაიწყეთ აკრეფა და დააჭირეთ Enter-ს


შარაშიძე ქრისტინე (1889-1973)

ისტორიკოსი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე. თავდაპირველად პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. 1910 მონაწილეობა მიიღო ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტის ორგანიზებაში. 1917-1921 მუშაობდა ჟურნალ "ჯეჯილის" სარედაქციო კოლეგიაში. 1919 აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების დეპუტატად. 1940 წლიდან ივ. ჯავახიშვილისა და ს. ჯანაშიას მიწვევით მუშაობდა ქართული ხელნაწერების ანდერძ-მინაწერების გადმოღება-შესწავლაზე. 1958-1964 მუშაობდა ხელნაწერთა ინსტიტუტში. ხელნაწერებზე მუშაობის შედეგად შექმნა "სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები" სამ ნაკვეთად.


ქრისტინე შარაშიძის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.


ქრისტინე შარაშიძის ფონდი 2938 საარქივო საქმეს შეიცავს: 

1) ბიოგრაფიის ამსახველი მასალა; 

2) შემოქმედებითი; 

3) მიმოწერა; 

4) ფოტოები; 

5) სხვადასხვა.

უკან დაბრუნება