ვანო ნანუაშვილი (1902-1974)
ვანო ნანუაშვილი (1902-1974)
სამხედრო მოღვაწე, იუნკერთა სასწავლებლის აღზრდილი, 1921 წლის საბჭოთა რუსეთთან ომის მონაწილე. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ ემიგრაციაში წავიდა. იყო პოლონეთის არმიის ოფიცერი. II მსოფლიო ომის დროს ქვეითთა ჯარის დივიზიის საოპერაციო დარგის უფროსი იყო. ომის შემდეგ საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. იყო იუნკერთა კავშირის აქტიური წევრი. ინგლისურ ენაზე დაწერა ნაშრომი “რა უნდა იცოდეს ყველამ თავისუფალ სამყაროში რუსეთის შესახებ”, რომელიც პოპულარობით სარგებლობდა.
ვანო ნანუაშვილის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოსწირეს ანდრო და ნინო დაბროვებმა 2000 წლის 22 დეკემბერს (შემოსულობათა წიგნი # 699).
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი