აკაკი გელოვანი (1923-1996)

ქართველი მწერალი და მთარგმნელი. პირველი წიგნი – ჰ. ჰაინეს “რჩეული ლირიკის” თარგმანი 1954 წელს გამოსცა.

 

აკაკი გელოვანს ეკუთვნის ლექსები (კრებ. “სვანური ბალადები”, 1963; “ეპიგრამები”, 1966), რომანები და მოთხრობები (“დაფერფლილი დიდება”, 1961; “შოპენის გული”, 1961; “სვეტი ნათლისა”, 1965; “თეთნულდაი”, 1971; “სვანეთის თეთრი ქუდი”, 1976) და სხვ.

 

აკაკი გელოვანმა თარგმნა ი. გოეთეს, ფ. შილერის, ჰ. ჰაინეს, ჰ. იბსენის, შ. ცვაიგის, ა. გრიფიუსის, აპოლონიოს როდოსელის და სხვ. თხზულებები.

 

აკაკი გელოვანის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი ცენტრს შემოსწირეს მისმა შთამომავლებმა 2009 წლის 26 თებერვალს.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი