ცხადდება ვაკანსია აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელის თანამდებობაზე
საკონკურსო განაცხადების მიღების, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადები
- კონკურსში მონაწილეობის მსურველ პირთა განცხადებების მიღება წარმოებს ცენტრის ელექტრონულ ფოსტაზე – info@manuscript.ge – 2024 წლის 25 ივლისიდან 2024 წლის 8 აგვისტოს ჩათვლით.
- დადგენილი ვადების დარღვევით წარდგენილი განცხადება არ რეგისტრირდება.
- საბუთების გადარჩევის დღე – 2024 წლის 12-13 აგვისტო;
- გასაუბრების ჩატარების დღე – 2024 წლის 15-16 აგვისტო.
შენიშვნა: საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, გასაუბრება შესაძლებელია ჩატარდეს ელექტრონულ ფორმატში, კანდიდატებისთვის წინასწარი შეტყობინებით.
- კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2024 წლის 23 აგვისტოსი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
თანამდებობის დასახელება:
აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი
თანამდებობრივი სარგო: 1131.00 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაოს აღწერა:
- ძველ სომხურ და ქართულ ხელნაწერთა კოდიკოლოგიური და ტექსტოლოგიური კვლევა;
- სომხური და ქართული ხელნაწერების აღწერილობაზე მუშაობა (როგორც ადგილობრივი, ისე უცხოეთის ფონდები);
- ძველი სომხური და ქართული ტექსტების სამეცნიერო გამოცემების მომზადება;
- ფილოლოგიური კვლევები;
- ქართულ-სომხური ლიტერატურული და კულტურული ურთიერთობების კვლევა.
მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება: ჰუმანიტარული მეცნიერებები- დოქტორი/დოქტორთან გათანაბრებული
სამუშაო გამოცდილება – მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება
დამატებითი მოთხოვნები:
აუცილებელია:
- ძვ. ქართული და ძვ. სომხური ენების ცოდნა;
- ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ნაშრომების სიისა და 2 სამეცნიერო ნაშრომის ასლის წარმოდგენა;
- სამეცნიერო გრანტებში/პროექტებში მონაწილეობა;
- ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა.
კომპიუტერული პროგრამები:
Microsoft Office Word
Powerpoint
უცხო ენები:
ერთ-ერთი უცხო ენა.
კონკურსში მონაწილე კანდიდატის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- განცხადება ჩამოტვირთეთ
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
- ავტობიოგრაფია (CV ფოტოსურათით)
- დასაკავებელი თანამდებობისთვის აუცილებელი შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი
- გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში)
- გამოქვეყნებული ორი სამეცნიერო ნაშრომის ასლი, რომელიც განმცხადებლის აზრით, ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალსა და კვლევის უნარს
- ჩამონათვალი და მოკლე აღწერილობა განმცხადებლის მიერ შესრულებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა (არაუმეტეს 2 გვერდისა)
- ჩამონათვალი სამეცნიერო გრანტების (მონაწილეობა/ხელმძღვანელობა (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში)
- ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის ჩამონათვალი (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში).
- ჩამონათვალი და მოკლე აღწერილობა იმ სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა, რომლის შესრულებასაც აპირებს განმცხადებელი ვაკანტურ პოზიციაზე უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში (არაუმეტეს 2 გვერდისა)
- ინფორმაცია შესაბამისი დარგის 2 რეკომენდატორის შესახებ (სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია – ტელეფონი, ელ-ფოსტა), (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში)