ცხადდება ვაკანსია
ცხადდება ვაკანსია არქივმცოდნეობის და ელექტრონული არქივის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომლისა და აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრმლის თანამდებობაზე
საკონკურსო განაცხადების მიღების, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადები
- კონკურსში მონაწილეობის მსურველ პირთა განცხადებების მიღება წარმოებს ცენტრის ელექტრონულ ფოსტაზე – info@manuscript.ge – 2024 წლის 20 მაისიდან 2024 წლის 7 ივნისის ჩათვლით.
- დადგენილი ვადების დარღვევით წარდგენილი განცხადება არ რეგისტრირდება.
- საბუთების გადარჩევის დღედ განისაზღვრა 2024 წლის 11-12 ივნისი;
- გასაუბრების ჩატარების დღედ განისაზღვრა 2024 წლის 17-18 ივნისი.
შენიშვნა: საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, გასაუბრება შესაძლებელია ჩატარდეს ელექტრონულ ფორმატში, კანდიდატებისთვის წინასწარი შეტყობინებით.
- კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2024 წლის 24 ივნისისა.
თანამდებობის დასახელება:
აღმოსავლური და სომხური ხელნაწერების განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი
თანამდებობრივი სარგო: 1131.00 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაოს აღწერა:
- ძველ სომხურ და ქართულ ხელნაწერთა კოდიკოლოგიური და ტექსტოლოგიური კვლევა;
- სომხური და ქართული ხელნაწერების აღწერილობაზე მუშაობა (როგორც ადგილობრივი, ისე უცხოეთის ფონდები);
- ძველი სომხური და ქართული ტექსტების სამეცნიერო გამოცემების მომზადება;
- ფილოლოგიური კვლევები;
- ქართულ-სომხური ლიტერატურული და კულტურული ურთიერთობების კვლევა.
მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება: ჰუმანიტარული მეცნიერებები- დოქტორი/დოქტორთან გათანაბრებული
სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება
დამატებითი მოთხოვნები:
აუცილებელია:
- ძვ. ქართული და ძვ. სომხური ენების ცოდნა;
- ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ნაშრომების სიისა და 2 სამეცნიერო ნაშრომის ასლის წარმოდგენა;
- სამეცნიერო გრანტებში/პროექტებში მონაწილეობა;
- ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა.
კომპიუტერული პროგრამები:
Microsoft Office Word
Powerpoint
უცხო ენები:
ერთ-ერთი უცხო ენა.
თანამდებობის დასახელება:
არქივმცოდნეობის და ელექტრონული არქივის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი
დამსაქმებელი: სსიპ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
თანამდებობრივი სარგო: 1131.00 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაოს აღწერა:
საარქივო დოკუმენტების კვლევა/დამუშავება, საარქივო დოკუმენტების გამოსაცემად მომზადება; არქივის დამუშავება და აღწერილობის გამოსაცემად მომზადება.
მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ჰუმანიტარული მეცნიერებები- დოქტორი/დოქტორთან გათანაბრებული
სამუშაო გამოცდილება არქივთან მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
დამატებითი მოთხოვნები:
აუცილებელია:
- არქივის დამუშავების სტანდარტის ცოდნა;
- საარქივო დოკუმენტებზე მუშაობის-შესწავლა/პუბლიკაციის, გამოცდილება;
- ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის არქივმცოდნეობის განყოფილების სამომავლო განვითარების ხედვა
- ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ნაშრომების სიისა და 2 სამეცნიერო ნაშრომის ასლის წარმოდგენა.
- სამეცნიერო გრანტებში/პროექტებში მონაწილეობა;
- ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა.
კომპიუტერული პროგრამები:
Microsoft Office Word
ენები:
ერთ-ერთი უცხო ენა
კონკურსში მონაწილე კანდიდატის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- განცხადება (ჩამოტვირთეთ)
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
- ავტობიოგრაფია (CV ფოტოსურათით)
- დასაკავებელი თანამდებობისთვის აუცილებელი შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი
- გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში)
- გამოქვეყნებული ორი სამეცნიერო ნაშრომის ასლი, რომელიც განმცხადებლის აზრით, ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალსა და კვლევის უნარს
- ჩამონათვალი და მოკლე აღწერილობა განმცხადებლის მიერ შესრულებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა (არაუმეტეს 2 გვერდისა)
- ჩამონათვალი სამეცნიერო გრანტების (მონაწილეობა/ხელმძღვანელობა (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში)
- ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის ჩამონათვალი (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში).
- ჩამონათვალი და მოკლე აღწერილობა იმ სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა, რომლის შესრულებასაც აპირებს განმცხადებელი ვაკანტურ პოზიციაზე უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში (არაუმეტეს 2 გვერდისა)
- ინფორმაცია შესაბამისი დარგის 2 რეკომენდატორის შესახებ (სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია – ტელეფონი, ელ-ფოსტა), (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში)