ცხადდება კონკურსი კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად

საკონკურსო განაცხადების მიღების,  განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადები

  1. კონკურსში მონაწილეობის მსურველ პირთა განცხადებების მიღება წარმოებს ცენტრის ელექტრონულ ფოსტაზე – info@manuscript.ge – 2024 წლის 8 აპრილიდან 2024 წლის 19 აპრილის ჩათვლით.
  2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადების დარღვევით წარდგენილი განცხადება არ რეგისტრირდება.
  3. საბუთების გადარჩევის დღედ განისაზღვროს 2024 წლის 22-23 აპრილი;
  4. გასაუბრების ჩატარების დღედ განისაზღვროს 2024 წლის 25-26 აპრილი.

შენიშვნა:  საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, გასაუბრება შესაძლებელია ჩატარდეს ელექტრონულ ფორმატში, კანდიდატებისთვის წინასწარი შეტყობინებით.

  1. კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2024 წლის  2 მაისისა.

კონკურსში მონაწილე კანდიდატის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია

  • განაცხადი ჩამოტვირთეთ
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
  • ავტობიოგრაფია (CV ფოტოსურათით)
  • დასაკავებელი თანამდებობისთვის აუცილებელი შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში)
  • გამოქვეყნებული ერთი ან ორი (პოზიციის შესაბამისად) სამეცნიერო ნაშრომის ასლი, რომელიც განმცხადებლის აზრით, ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალსა და კვლევის უნარს
  • ჩამონათვალი და მოკლე აღწერილობა განმცხადებლის მიერ შესრულებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა (არაუმეტეს 2 გვერდისა)
  • ჩამონათვალი სამეცნიერო გრანტების (მონაწილეობა/ხელმძღვანელობა (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში)
  • ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის ჩამონათვალი (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში).
  • ჩამონათვალი და მოკლე აღწერილობა იმ სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა, რომლის შესრულებასაც აპირებს განმცხადებელი ვაკანტურ პოზიციაზე უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში (არაუმეტეს 2 გვერდისა)
  • ინფორმაცია შესაბამისი დარგის 2 რეკომენდატორის შესახებ (სახელი,  გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია – ტელეფონი, ელ-ფოსტა), (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში)

თანამდებობის დასახელება:

ფონდების დაცვის, აღრიცხვისა და ექსპონირების დეპარტამენტის უფროსი  მეცნიერი თანამშრომელი

 

თანამდებობრივი სარგო: 1131.00  ლარი

ადგილების რაოდენობა: 1

სამუშაოს ტიპი:  სრული განაკვეთი

 

სამუშაოს აღწერა:                              

  • საარქივო ფონდების აღრიცხვა-სისტემატიზაცია;
  • მასალის მიმოქცევის ამსახველი დავთრებისა და მონაცემთა ბაზის წარმოება;
  • ახალი მასალის მიღება და შესაბამისი საქმისწარმოება;
  • სამკითხველო დარბაზის მოთხოვნების უზრუნველყოფა;
  • საგანმანათლებლო, საგამომცემლო, საგამოფენო, მასმედიის პროექტების ტექნიკური უზრუნველყოფა და კონცეპტუალური ხასიათის კონსულტაციის გაწევა;
  • სარესტავრაციო და დიგიტალური პროექტების ოპტიმიზაცია და ხელშეწყობა;
  • საფონდო მასალის დაცულობის, თემატური დაჯგუფების, საძიებო მეთოდიკის გამარტივებისა თუ აღწერილობათა სისტების ოპტიმიზციისთვის საჭირო ელექტრონული ბაზების წარმოება;
  • სამეცნიერო აქტივობები, სამეცნიერო პუბლიკაცია (ტექსტები, კვლევა).

 

მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება:ჰუმანიტარული მეცნიერებები-დოქტორი/დოქტორთან გათანაბრებული

სამუშაო გამოცდილება:  საარქივო მასალაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება

 

დამატებითი მოთხოვნები:

აუცილებელია:

  • ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ნაშრომების სიისა და 2 სამეცნიერო ნაშრომის ასლის წარმოდგენა;
  • სამეცნიერო გრანტებში მონაწილეობა/ხელმძღვანელობა;
  • ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა.

 

კომპიუტერული პროგრამები:

  • Microsoft Office Word
  • Microsoft Office Access

 

უცხო ენები:

ერთ-ერთი უცხო ენა.

თანამდებობის დასახელება:

სამეცნიერო-ბიბლიოგრაფიის, ტერმინოლოგიისა და საცნობარო ლიტერატურის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი

 

თანამდებობრივი სარგო: 498.00  ლარი

ადგილების რაოდენობა: 1

სამუშაოს ტიპი: 0,5 განაკვეთი

სამუშაოს აღწერა:

სხვადასხვა ტიპის სამეცნიერო ბიბლიოგრაფიული და საცნობარო ხასიათის ლიტერატურის შესწავლა-დამუშავება, „სიტყვანის“ და შესაბამისი სამეცნიერო სტატიების მომზადება, სარედაქციო სამუშაოს შესრულება, ძველი ქართული ლიტერატურის კვლევა.

 

მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება:ჰუმანიტარული მეცნიერებები (ფილოლოგი)-მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი

სამუშაო გამოცდილება: მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება

 

დამატებითი მოთხოვნები:

  • განყოფილებაში გამოსაცემად მოსამზადებელ ტექსტებზე რედაქტორული სამუშაოს უნარი/გამოცდილება;
  • ძვ. ქართული მწერლობის დარგობრივ ტერმინოლოგიაზე მუშაობის უნარი/გამოცდილება;
  • ძვ. ქართული ენის  ცოდნა;
  • ბოლო 3 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ნაშრომების სიისა და  1 სამეცნიერო ნაშრომის ასლის წარმოდგენა.

სასურველია:

  • სამეცნიერო გრანტებში/პროექტებში მონაწილეობა;
  • ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა.

 

 

კომპიუტერული პროგრამები:

Microsoft Office Word

თანამდებობის დასახელება:

სამეცნიერო-ანალიტიკური, სასწავლო-საკვალიფიკაციო და საგამომცემლო განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი

თანამდებობრივი სარგო: 498.00  ლარი

ადგილების რაოდენობა:   1

სამუშაოს ტიპი: 0,5 განაკვეთი

 

სამუშაოს აღწერა:

  • ანალიტიკური შინაარსის საბუთების მომზადება;
  • ცენტრის სამეცნიერო სამუშაოების შესახებ ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავება;
  • საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში და ცენტრის საჭიროებისამებრ სამეცნიერო კვლევებში მონაწილეობა.

 

მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება: ჰუმანიტარული მეცნიერებები -მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი

სამუშაო გამოცდილება:  მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება

 

დამატებითი მოთხოვნები:

აუცილებელია:

  • ერთ-ერთი ევროპული ენის ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

 

სასურველია:

  • სამეცნიერო გრანტებში/პროექტებში მონაწილეობა;
  • ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა.

 

კომპიუტერული პროგრამები:

Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Access.

 

უცხო ენები:

ერთ-ერთი უცხო ენა (სასურველია ინგლისური ენა).

თანამდებობის დასახელება:

კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი

 

თანამდებობრივი სარგო:  498.00  ლარი

ადგილების რაოდენობა: 1

სამუშაოს ტიპი:0,5 განაკვეთი

სამუშაოს აღწერა:

  • ძველ ქართულ ხელნაწერთა აღწერილობის მომზადება;
  • კოდიკოლოგიური და ტექსტოლოგიური კვლევები;
  • ფილოლოგიური კვლევები.

 

მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება:ჰუმანიტარული მეცნიერებები -მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი

სამუშაო გამოცდილება: მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება

 

დამატებითი მოთხოვნები:

აუცილებელია:

  • ძვ. ქართული ენის ცოდნა;
  • ბოლო 3 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ნაშრომების სიისა და 1 სამეცნიერო ნაშრომის ასლის წარმოდგენა.

სასურველია:

  • ძვ. ბერძნული ენის ცოდნა;
  • სამეცნიერო გრანტებში/პროექტებში მონაწილეობა;
  • ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა.

 

კომპიუტერული პროგრამები:

Microsoft Office Word

უცხო ენები:

ერთ-ერთი უცხო ენა